close
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერები : ყველაზე შორეული გალაქტიკა აღმოვაჩინეთ

გალაქტიკას GN-z11 შესაძლოა არა აქვს ბრწყინვალე სახელი,  თუმცა, როგორც ჩანს, ის ყველაზე შორეული და უძველესი გალაქტიკაა, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ მეცნიერებს. ეს იმ ასტრონომების დამსახურებაა, რომლებიც ნობუნარი კაშიკავას (ტოკიოს უნივერსიტეტის ასტრონომიის განყოფილების პროფესორი) ხელმძღავნელობით, შეუდგნენ ახალ მისიას – სამყაროს ყველაზე შორეული გალაქტიკის პოვნას.

იმის დასადგენად, თუ რა მანძილით არის ჩვენგან დაშორებული GN-z11, კაშიკავას გუნდმა შეისწავლა, რამდენად მკვეთრია მისი წითელი ფერის სინათლე, რადგან  რაც უფრო შორსაა ჩვენგან კოსმოსური ობიექტი, მით უფრო მუქი ფერის წითელი აქვს მას. გარდა ამისა, გუნდი აკვირდებოდაკოსმოსური ობიექტებიდან მომავალ ემისიის ხაზებს.

ასტრონომთა გუნდმა შეძლო, გაერკვია, რა მანძილი უნდა გაეარა ჩვენამდე მოსულ სინათლეს. ამის გასაგებად მათ გამოიყენეს  ანალიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც მიუთითებს კონკრეტული მოლეკულის არსებობაზე.

ასევე, მკლევარებმა გამოიყენეს MOSFIRE, ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა გალაქტიკიდან მომავალი ემისიური ხაზების დეტალური შესწავლა.

იმ შემთხვევაში, თუ სხვა მკვლევარებიც დაეთანხმებიან ამ აღმოჩენას, GN-z11 ოფიციალურად გახდება ყველაზე შორეული გალაქტიკა. 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0