close
ტექნოლოგიები

მასკის ახალი AI-სტარტაპი $1 მილიარდამდე ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს

ილონ მასკის ახალი AI-სტარტაპი აქციების გაყიდვით $1 მილიარდამდე კაპიტალის მოზიდვას გეგმავს. ხელოვნური ინტელექტის ფირმა xAI-ის განაცხადი აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიას უკვე წარედგინა, მილიარდერის კომპანიამ კი ამ დრომდე $134.7 მილიონის ინვესტიციები მიიღო.

როგორც მილიარდერმა წლის დასაწყისში, Twitter Spaces-ის ღონისძიებაზე განაცხადა, მის AI-ში, „მორალის პირდაპირი ფორმით დაპროგრამების“ ნაცვლად, xAI მაქსიმალურად ცნობისმოყვარე ხელოვნური ინტელექტის შექმნას შეეცდება. გასულ თვეში, ChatGPT-თან კონკურენციის მიზნით, xAI-იმ მისი პირველი პროდუქტი, AI-ბოტი, სახელწოდებით Grok-ი წარადგინა.

მასკის ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი xAI ცალკე აპლიკაციად იქნება წარმოდგენილი, თუმცა ამასთან ერთად ინტეგრირებული იქნება მის სოციალურ მედიაპლატფორმა X-შიც. მილიარდერის ფირმა DeepMind-ის, OpenAI-ისა და სხვა წამყვანი AI-კვლევითი ფირმების ყოფილ თანამშრომლებს აერთიანებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება:
fb-share-icon0