close
საქართველო

მარიამ ბეჟაშვილი Google-ის მიუნხენის ოფისის გუნდს შეუერთდა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულმა, მარიამ ბეჟაშვილმა Google-ის მიუნხენის ოფისში დაიწყო მუშაობა.

“1 წლის წინ გუგლის რეკრუტერი შემეხმიანა მეილზე. როგორც მითხრა, გუგლის ერთ-ერთ კონკურსზე მიპოვა და სივის გაგზავნა მთხოვა. გავიარე ონლაინ ინტერვიუ hangout-ით და დეკემბერში მიუნხენში ჩამიყვანეს ადგილზე გასაუბრებისთვის. ხუთი ერთსაათიანი ინტერვიუ გავიარე, ოფისიც დამათვალიერებინეს და საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილებებით წამოვედი. ამ დროს უკვე ვმუშაობდი ძალიან კარგ კომპანიაში, Georgian Service Group-ში, პროგრამისტად. ბევრი ვიყოყმანე წამოსვლაზე, მაგრამ საბოლოოდ, როცა ახალი გუნდიც გავიცანი (ისევ hangout-ით) და მათაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, თებერვალში წამოვედი ძველი სამსახურიდან და გავაფორმე კონტრაქტი გუგლთან, რომლის მიხედვითაც აპრილში უნდა დამეწყო მუშაობა. მარტის ბოლოს კორონას გამო ჩაიკეტა საზღვრები, ამიტომ ივლისამდე ვერ მოვახერხე მიუნხენში ჩასვლა და შესაბამისად აგვისტოში დავიწყე მუშაობა software engineer-ად მიუნხენის ოფისში.” 

როგორც მარიამი ამბობს, ძალიან დაეხმარა 199-ე სკოლა-პანსიონ “კომაროვში”, თავისუფალი უნივერსიტეტის MACS-ის ფაკულტეტზე და პროგრამირების ოლიმპიადებში მიღებული გამოცდილება. თუმცა, მისთვის პროგრამირების შეყვარებაში და გუგლში პირველივე ცდაზე, სტაჟირების გავლის გარეშე მუშაობის დაწყებაში ყველაზე დიდი წვლილი საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ “მზიურს” მიუძღვის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0