close
საქართველო

კომაროველი, რომელიც მსოფლიოში მე-8 ადგილზეა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედლებით

ნიკა ბირკაძემ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში რიგით მესამე ოქროს მედალი მოიპოვა და ჯამში, სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით მე-8 ადგილზეა მსოფლიოში.
“იგი ყველა დროის 20 საუკეთესო მოსწავლეში შევიდა. მასზე მეტი ოქროს მედალი ინფორმატიკაში მხოლოდ 5 მოსწავლეს აქვს აღებული”- წერს თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი ზაზა გამეზარდაშვილი ერთ-ერთ პოსტში. ნიკა 18 წლისაა და კომაროვის სკოლა დაამთავრა.
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს, რაც ქართველი მოზარდის უდიდესი აღიარება გახლდათ. ასეთ ტიტულს მხოლოდ ის მოსწავლეები იღებენ, რომლებსაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე 2 ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული. ნიკა კი უკვე 3 ოქროს მფლობელია.
წელს 100%-იანი გრანტით თავისუფალ უნივერსიტეტში ჩააბარა, პროგრამირების მიმართულებით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0