close
კვლევები

კოვიდპაციენტების უმეტესობას, 6 თვის შემდეგაც კი, სულ მცირე ერთი სიმპტომი მაინც აქვს – კვლევა

იმ ადამიანთა სამ მეოთხედზე მეტს, რომელთაც კორონავირუსი გადაიტანეს, ნახევარი წლის შემდეგაც კი, ვირუსის, სულ მცირე, ერთი სიმპტომი მაინც აქვს, – ამის შესახებ Aljazeera ჩინელი მეცნიერების ახალ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

კვლევაში ჩართული იყო ჩინეთის ქალაქ უხანში მცხოვრები და ვირუსგადატანილი 1 733 ადამიანი.

მეცნიერების დასკვნით, დაღლილობა და სისუსტე ყველაზე გავრცელებული გახანგრძლივებული სიმპტომებია. ასევე, კვლევაში აღნიშნულია ძილის გართულებაც. გამოკვლეულთა 63% აცხადებს, რომ დაღლილობა და კუნთების სისუსტე 6 თვის შემდეგაც აწუხებს. 26%-მა კი თქვა, რომ ძილის პრობლემა აქვს.

მეცნიერების განცხადებით, კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ, მუდმივი მეთვალყურეობაა საჭირო. განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც ვირუსი რთულად გადაიტანეს.

კვლევის კიდევ ერთი მიგნებაა ის, რომ 6 თვის შემდეგ ჩატარებული ტესტირებების მიხედვით, პაციენტებში ანტისხეულების დონე 52.5%-ითაა შემცირებული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0