close
ეს საინტერესოა

იუტის უდაბნოში აღმოჩენილი იდუმალი ობელისკი გაუჩინარდა

ლითონი იდუმალი ობელისკი, რომელიც აშშ-ში, იუტას შტატის უდაბნოში რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს, გაუჩინარდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ობიექტის გაუჩინარებას შტატის მიწების მმართველობის ბიუროში ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ობელისკის დემონტაჟი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ განუხორციელებიათ. „ობიექტი უცნობმა მხარემ აიღო“, – აცხადებენ უწყებაში.

ობელისკი 18 ნოემბერს, ვერტმფრენიდან შენიშნეს. მას შემდეგ ინტერნეტ-მომხმარებლებმა ფოტოების მიხედვით მისი ადგილმდებარეობა დაადგინეს და ობიექტის სანახავად მიდიოდნენ. რამდენიმე დღის წინ კი ობიექტი გაუჩინარდა, თუმცა არა უკვალოდ – მიწაში ქანდაკების სამკუთხედი საძირკველი დარჩა.

ქანდაკების ინსტალაციაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0