close
ეს საინტერესოა

იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიას შესაძლოა ახალი წევრი ჰყავდეს

იუნესკოს კულტურულ საგანძურს შესაძლოა ფრანგული პური, ბაგეტი შეემატოს. CNN-ის ცნობით, ფრანგ პურის მცხობელთა კონფედერაციამ უკვე მიმართა იუნესკოს მოთხოვნით, რომ გაეროს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიის ახალი წევრი ბაგეტი იყოს, რაც ტრადიციული სამზარეულოს განვითარებას ხელს შეუწყობს.

2018 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოითხოვა ფრანგული ტრადიციული პურის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანა და შეუერთდა ფრანგ პურის მცხობელთა ინიციატივას. ფრანგებს ეს იდეა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც იუნესკომ გადაწყვიტა იტალიური, კერძოდ ნეაპოლური პიცისთვის იგივე სტატუსი მიენიჭებინა. მაკრონმა განაცხადა: ,,“უნდა დავიცვათ ბაგეტის უნიკალურობა და მისი შექმნის სიახლე, ამიტომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში უნდა მოხვდეს”.

ყოველდღიურად საფრანგეთში დაახლოებით 6 მილიონი ბაგეტი იყიდება და საფრანგეთის ისეთივე სიმბოლოა, როგორც ეიფელიც კოშკი. ფრანგულად ბაგეტი ნიშნავს ჯოხს ან ჩხირს, რასაც სახელი მისი ფორმის გამო დაერქვა. ბაგეტის ფორმის მსგავსი პურები საფრანგეთში პოპულარული მე-18 საუკუნეში გახდა. ხშირად ამბობენ, რომ პურის ასეთი ფორმა  ნაპოლეონ ბონაპარტმა შექმნა, იმისათვის, რომ ჯარისკაცებისთვის მარტივი ყოფილიყო მისი ტარება. 1944 წლიდან ტარდება კონკურსი, იმის დასადგენად, თუ ვინ ამზადებს საუკეთესო ბაგეტს საფრანგეთში. გამარჯვებულს ფულადი პრიზი გადაეცემა და პატივი ერგება ერთი წლის განმავლობაში, სანამ ახალ გამარჯვებულს გამოავლენენ, პრეზიდენტი პურით მოამარაგოს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0