close
ასტრონომია - კოსმოსი

ინდოეთი 2040 წლისთვის მთვარეზე ასტრონავტის გაგზავნას გეგმავს

ინდოეთი 2040 წლისთვის მთვარეზე ასტრონავტის გაგზავნას გეგმავს.
ინდოეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ კოსმოსურ დეპარტამენტს ინსტრუქციები მისცა, რომელიც 2035 წლისთვის კოსმოსური სადგურის აწყობასთან დაკავშირებულ გეგმებსაც მოიცავს.
„პრემიერმა გასცა განკარგულება, რომ ინდოეთმა ახალი და ამბიციური მიზნები დაისახოს, მათ შორის 2035 წლისთვის ინდოეთის კოსმოსური სადგურის შექმნა და 2040 წლისთვის პირველი ინდოელის მთვარეზე გაგზავნა“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
ინდოეთის მთავრობაში განმარტავენ, რომ ამ ხედვის განსახორციელებლად, კოსმოსის დეპარტამენტი მთვარის კვლევის საგზაო რუკას შეიმუშავებს.
პრემიერ-მინისტრი მეცნიერებს ასევე მოუწოდებს, ვენერასა და მარსზე მისიების განხორციელებაზე იმუშაონ.
ინდოეთის კოსმოსური ამბიციები მას შემდეგ გაძლიერდა, როდესაც ის გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მთვარის შეუსწავლელ სამხრეთ პოლუსთან აგვისტოში კოსმოსური ხომალდი დასვა. ამ წარმატების შემდეგ, ინდოეთმა მზის შესასწავლად რაკეტა გაუშვა.

წყარო : reuters.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0