close
მედიცინასაქართველო

“დაგვჭირდება ბუსტერ, ანუ მესამე დოზა მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მისი და NCDC-ის მოსაზრებაა, რომ საჭირო იქნება ე.წ ბუსტერ დოზები.

მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას ქვეყანა არ დაელოდება, ვინაიდან ეს თავად ქვეყნის გადასაწყვეტია.

„ეს საკითხი იხილება იმუნიზაციის საბჭოს სამეცნიერო კომიტეტის მიერ და ამასთან დაკავშირებით, ჩემი პირადი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოსაზრებაც და რეკომენდაციაც არის, რომ ჩვენ დაგვჭირდება “ბუსტერ” ანუ მესამე დოზა, მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, მაგრამ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ და გადავწყვიტოთ მას შემდეგ, რაც ორჯერადი ვაქცინაციის გარკვეულ ზღვარზე ავალთ. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, ეს თვითონ ქვეყნის გადასაწყვეტია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, 30 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 785 862 აცრა. სულ მცირე 1 დოზით აცრილია 981 624 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 34.6%. ხოლო სრულად აცრილია 804 238 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 28.2 %.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0