close
სოფლის მეურნეობა

გერმანელმა მეცნიერებმა ხორბლის ქართული ჯიში “ზანდური” “მომავლის კულტურად” აღიარეს

გერმანელმა სელექციონერებმა უძველესი ქართული ხორბლის ჯიში “ზანდური” იმ მარცვლოვან კულტურებს შორის დაასახელეს, რომელთა მოხმარებაც მსოფლიოში უახლოეს მომავალში აქტუალური იქნება. კვლევა ჟურნალ Trends in Plant Science–ში გამოქვეყნდა.

“ზანდურთან” ერთად ამავე კონტექსტში დასახელდა სხვა ჯიშები – „პოლუპოლბა“ და „სპელტა.“

გამოცემა აღნიშნავს, რომ „ზანდურისა“ და „პოლუპოლბას“ პოპულარობის ზრდის მიზეზი გახდა მათი მაღალი მოსავლიანობა და პარაზიტებისადმი მდგრადობა, ასევე მომხმარებლების მისწრაფება, გაამრავალფეროვნონ კვების რაციონი. მეცნიერებმა გააანალიზეს ხორბლის ასობით სახეობა და 15 მათგანში აღმოაჩინეს პოტენციალი ბაზარზე გასასვლელად.

მეცნიერთა აზრით, სწორედ დასახელებული ჯიშები ჩაანაცვლებს უახლოეს მომავალში ხორბლის თანამედროვე სახეობებს. Trends in Plant Science–ი აღნიშნავს, რომ 9 ათასი წლის წინ ადამიანი ამ მცენარეებს იყენებდნენ საკვების მოსამზადებლად, თუმცა მწვანე რევოლუციამ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა, ამ კულტურების განდევნა გამოიწვია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response