მკვლევრები ვარაუდობენ, რომ დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობა არასწორად ვიცით.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად (გასული ზაფხულის მონაცემებით), ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 8.2 მილიარდი ადამიანია. და, აი, ახლა ახალი შეფასებით, ეს მაჩვენებელი შეიძლება რამდენიმე მილიარდით მეტიც იყოს.
ეს შეიძლება შემაშფოთებლად ჟღერდეს, მაგრამ როგორც ლონდონის ქვინ მერის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონათან კენედი ამტკიცებს, ეს გასაოცარი არ არის.
გაეროს მონაცემები აღწერასა და მოსახლეობის სიმჭიდროვეს ეფუძნება. მეორე მხრივ, განსხვავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, როგორც აალტოს უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტმა მკვლევარმა იოსიას ლანგ-რიტერმა და მისმა კოლეგებმა აღწერეს, დედამიწაზე მოსახლეობის რეალური რაოდენობა, შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს.
ეს იმიტომ, რომ სოფლებში მონაცემები ხშირად არასრულია და შეიძლება არასანდო იყოს. მკვლევრებმა აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი შეუსაბამობები შესწავლილ მონაცემებს შორის. ეს მიუთითებს, რომ სოფლის მოსახლეობა — თუნდაც ყველაზე ზუსტი მონაცემების მიხედვით — ბევრად ნაკლებად არის შეფასებული, ვიდრე უნდა იყოს.
კენედის თქმით, ჭარბმოსახლეობასთან დაკავშირებული შიშები ზედმეტად იყო შეფასებული. წინასწარი პროგნოზებით, მსოფლიო მოსახლეობა პიკს 2080-იანებში მიაღწევს და ითვლება, რომ მას შემდეგ კლებას დაიწყებს.
“ამდენი ადამიანი ზეწოლას მოახდენს დედამიწის რესურსებზე, მაგრამ თუ მდგრადი ტექნოლოგიების განვითარდება გაგრძელდება, მსოფლიო თავიდან აიცილებს აპოკალიფსურ სცენარს”, — ამბობს კენედი.