close
ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომებმა შორეულ პლანეტაზე შესაძლო სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს

ტელესკოპმა „ჯეიმს ვები“ შორეულ პლანეტაზე სიცოცხლის შესაძლო ნიშნები აღმოაჩინა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია პლანეტაზე K2-18b, რომელიც წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს და ჩვენგან 120 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს. ტელესკოპის მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, პლანეტის ატმოსფეროში აღმოჩენილია მოლეკულა დიმეთილ სულფიდი (DMS), რომელსაც დედამიწაზე მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმები გამოიმუშავებენ, კერძოდ ზღვის პლანქტონი. შესაბამისად, ასტრონომები ვარაუდობენ, რომ K2-18b-ზე ოკეანე არის.

ამასთან, პლანეტის ატმოსფეროში აღმოჩენილია მეთანი და CO2-ც.

თუმცა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ პლანეტაზე DMS-ს არსებობის დასადასტურებლად მეტი ინფორმაციაა საჭირო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასტრონომებმა შორეულ პლანეტაზე ამ მოლეკულის არსებობის შესაძლებლობა დაადგინეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0