close
ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომებმა დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე შავი ხვრელი აღმოაჩინეს

ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა უნიკალური შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელმაც ორი ასტრონომიული რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს მზის სისტემასთან მდებარე ყველაზე ახლო შავი ხვრელია – მანძილი თითქმის სამჯერ მცირეა, ვიდრე წინა „რეკორდსმენამდე“. ამასთან, ეს ყველაზე პატარა მსგავსი ობიექტია, რომელიც აქამდე აღმოუჩენიათ. შავი ხვრელი იმდენად პატარაა, რომ არსებულ კლასიფიკაციას არ შეესაბამება და ასტრონომებს მისთვის ახალი კატეგორიის მოფიქრება მოუწევთ.

ამასთან, მარტორქის თანავარსკვლავედში მდებარე ხვრელი მზეზე დაახლოებით სამჯერ მძიმეა და დედამიწის მასას თითქმის მილიონჯერ აღემატება. დედამიწიდან ხვრელამდე 1500 სინათლის წელიწადია.

გაზიარება:
fb-share-icon0