close
კვლევები

არავაქცინირებული პირების რეინფიცირება ყოველ 16 თვეში ერთხელ არის მოსალოდნელი – კვლევა

არავაქცინირებული პირების კორონავირუსით რეინფიცირება ყოველ 16 თვეში ერთხელ არის მოსალოდნელი. ინგლისში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებზე გამოცემა The Guardian-ი წერს.

ინგლისში ინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად, გახშირდა მეორედ და მესამედ ინფიცირების შემთხვევები. ახალი კვლევის თანახმად, 2020 წლის ივლისსა და 2021 წლის სექტემბერს შორის პერიოდში დაინფიცირებული 20 262 ბრიტანელიდან 296 იყო რეინფიცირებული.

ამასთანავე, რეინფიცირების რისკი გაიზარდა 2021 წლის მაისიდან, როცა ქვეყანაში დომინანტური კორონავირუსის „დელტა“ შტამი გახდა.

ბრიტანელი ეპიდემიოლოგების განცხადებით, რეინფიცირების შემთხვევებმა შესაძლოა გაზარდოს დატვირთვა ჯანდაცვის სისტემაზე, რის გამოც ისინი ქვეყნის ხელისუფლებას სკოლის მოსწავლეების აცრისკენ მოუწოდებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0