close
კვლევებიმედიცინა

ძილიანობა და დაღლილობა, შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემის ნიშანი იყოს

ძილიანობა, დაღლილობა და დაქანცულობა ყველასთვის ნაცნობი შეგრძნებებია, თუ ის დროებითია და გარკვეული პერიოდის შემდეგ გაივლის, სანერვიულო არაფერია, თუმცა ექსპერტების განმარტებით, თუკი დაღლილობა უარესდება, სისტემატურ ხასიათს იძენს და ყოველდღიურ აქტივობებეში ხელს გვიშლის, შესაძლოა ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემის ან ძილის დარღვევის ნიშანი იყოს.
თუკი დაღლილობა ან ძილიანობა გაწუხებთ, ამას შეიძლება ძალიან მარტივი ახსნა ჰქონდეს, მათ შორის, არასაკმარისი ძილი. სტატისტიკის თანახმად, თანამედროვე დროში დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც დღე-ღამეში საკმარისად – სულ მცირე 7 საათის განმავლობაში – არ სძინავთ. ანუ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ დღე-ღამის განმავლობაში რეგულარულად ძილს 7 საათზე ნაკლებ დროს უთმობთ, მაშინ თქვენი გადაღლილობა ბუნებრივია, პრობლემის მიზეზიც ადვილი ასახსნელია და გამოსავალი ძილის მოწესრიგებაა.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ არასაკმარისი ძილი ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ზრდის, ასევე დაკავშირებულია ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა ტიპი 2 დიაბეტი, გულ – სისხლძარღვთა დაავადება და დეპრესია.
დაღლილობის მიზეზი არასაკმარისი ძილის გარდა უფრო სერიოზული, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემაც შეიძლება იყოს, მათ შორის დეპრესია, ავტოიმუნური დაავადება, ვიტამინების არასაკმარისი დონე და ფარისებრი ჯირკვალი.
ექსპერტები გვირჩევენ, დაღლილობისა და ძილიანობის მუდმივად შეგრძნების შემთხვევაში ექიმს მივმართოთ.


წყარო : sciencealert.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0