close
ბიოლოგიამედიცინა

დიდ ბრიტანეთში დაიბადნენ პირველი ბავშვები სამი მშობლის დნმ-ით

დიდ ბრიტანეთში ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ნოვატორული პროცედურის გამოყენების შემდეგ დაიბადნენ ბავშვები, რომლებსაც 3 მშობლის – დედის, მამისა და კიდევ ერთი ქალის დნმ-ი აქვთ. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ მეთოდის გამოყენებით დაბადებული ბავშვების ზუსტ რაოდენობას ხელისუფლება არ ასახელებს კონფიდენციალურობის დაცვიდან გამომდინარე. ცნობილია მხოლოდ ის, რომ საუბარი სულ მცირე 5 ბავშვზეა.

ამ მეთოდის მიზანი განუკურნებელი მიტოქონდრიული დაავადებების თავიდან აცილებაა. ეს დაავადებები მემკვიდრეობით გადადის ნაყოფზე დედისგან, რომელსაც კვერცხუჯრედშიც დაზიანებული მიტოქონდრიები აქვს. პროცედურის დროს დაზიანებული კვერცხუჯრედიდან იღებენ გენეტიკური მასალის შემცველ ბირთვს და ათავსებენ ჯანმრთელი ქალი-დონორის კვერცხუჯრედში, რომლიდანაც ბირთვი წინასწარ არის ამოღებული. შედეგად, ბავშვი იღებს დედისა და მამის დნმ-ის 99,8%-ს და ასევე დონორის გენეტიკური მასალის მცირე ნაწილს (დაახლოებით 37 გენს).

დიდმა ბრიტანეთმა ხელოვნური განაყოფიერება სამი მშობლის დნმ-ით 2015 წელს დაუშვა. მსოფლიოში პირველი ასეთი ბავშვი კი მექსიკაში, 2016 წელს დაიბადა. მისი მშობლები იორდანიიდან არიან და პროცედურას გენეტიკური დაავადების გამო მიმართეს, რომელიც შვილების ყოლის საშუალებას არ აძლევდათ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response