close
არქეოლოგია

არქეოლოგებმა აქამდე უცნობი უძველესი ენა აღმოაჩინეს

თურქეთში, ხეთების იმპერიის უძველესი დედაქალაქის ნანგრევებში, მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები ცხადყოფს, რომ იმპერიული საჯარო სამსახური მოიცავდა  განყოფილებებს, რომლებიც იმპერიის კონტროლის ქვეშ მყოფი ხალხების რელიგიებს იკვლევდნენ.

მტკიცებულებები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულში, ხეთების ლიდერებმა დაავალეს თავიანთ საჯარო მოხელეებს, ჩაეწერათ ხალხთა რელიგიური ლიტურგიები და სხვა ტრადიციები მათ ადგილობრივ ენებზე (მაგრამ ხეთური დამწერლობით), რათა ეს ტრადიციები შენარჩუნებულიყო და იმპერიის უაღრესად ინკლუზიურ მულტიკულტურულ რელიგიურ სისტემას შერწყმოდა.
აქამდე უძველესი ენების თანამედროვე ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ხეთელმა საჯარო მოხელეებმა შეინახეს და ჩაწერეს რელიგიური დოკუმენტები სულ მცირე ხუთი ეთნიკური ჯგუფისგან.
უახლესი მაგალითი სულ რაღაც ორი თვის წინ აღმოაჩინეს. აღმოჩნდა, რომ იგი დაიწერა მანამდე უცნობ ახლო აღმოსავლურ ენაზე, რომელიც თითქმის 3 000 წლის განმავლობაში დაკარგული იყო.
აღსანიშნავია, რომ ხეთების დედაქალაქის – ჰატუსას (ამჟამად ცნობილი როგორც ბოგაზკოი) ნანგრევებში, თანამედროვე თურქეთის დედაქალაქ ანკარადან აღმოსავლეთით დაახლოებით 100 მილის დაშორებით, ათწლეულების განმავლობაში, დაახლოებით 30000 სრული და ფრაგმენტული თიხის დოკუმენტი აღმოაჩინეს.
ბოლო დროს აღმოჩენილ ენას, რომელიც ჩაწერილია სამთავრობო მწიგნობრების მიერ (და ადრე უცნობი იყო თანამედროვე მეცნიერებისთვის) ეწოდება კალასმაიკური, რადგან, როგორც ჩანს, ამ ენაზე საუბრობდა იმპერიის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე მდებარე კალაზმაში მცხოვრები ხალხი.
ბოგაზკოიში მიმდინარე გათხრები საშუალებას მისცემს ლინგვისტიკის ექსპერტებს უკეთ გაიგონ ძველი ბრინჯაოს ხანის ინდოევროპული ენების ევოლუცია.
მიმდინარე გათხრებს ხელმძღვანელობს სტამბოლის გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი ანდრეას შახნერი. თიხის ფირფიტებზე ტექსტების შესწავლას ვიურცბურგისა და სტამბოლის უნივერსიტეტების პალეოლინგვისტები ახორციელებენ.

წყარო : independent.co.uk

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0