close
საქართველო

ზუგდიდელმა ახალგაზრდამ მეგრული ენის გადასარჩენად ონლაინ ლექსიკონი შექმნა

ბიჭიკო (ჰარი) კოდუა ზუგდიდელი ახალგაზრდაა, რომელმაც მეგრულ-ქართული დაქართულ-მეგრული ონლაინ ლექსიკონი შექმნა. ვებ-გვერდზე 120 ათას სიტყვაზე მეტია ჩატვირთული, რომელთა რაოდენობაც მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ონლაინ ლექსიკონის ავტორი პროფესიით ინჟინერია ინფორმატიკის განხრით. ამ ეტაპზე ესტონეთში, ტალინში სწავლობს. ის ტექნოლოგიური და ტარტუს უნივერსიტეტების კიბერ-უსაფრთხოების გაერთიანებული სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია.

„თანამედროვე მეგრული გაჯერებულია ქართული და რუსულენოვანი შესატყვისებით. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე შემექმნა ონლაინ ლექსიკონი, რომელიც მოსახერხებელ საძიებო სისტემას შესთავაზებდა საიტის ვიზიტორებს და ამასთანავე, მეგრული ენის შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს“, – ამბობს ბიჭიკო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0