close
მანქანათმშენებლობა

“ვოლვო“ქარხნული წუნის გამო ნახევარ მილიონამდე ავტომობილს გაიწვევს

შვედურმა ავტომწარმოებელმა კომპანია “ვოლვომ“ განაცხადა , რომ დაახლოებით ნახევარ მილიონ ავტომობილს უკან გაიწვევს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღეს.
„ვოლვოს“ პრეს-სპიკერის, სტეფან ელფსტრომის, განმარტებით გაწვევას ექვემდებარება V40, V60, V70, S80, XC60 და XC90 მოდელები.
ქარხნული წუნის გამო არსებობს იმის საფრთხე, რომ დიზელის ძრავების ერთ-ერთი კომპონენტი დალღვეს. აღნიშნულის გამო შესაძლოა, ძრავს ცეცხლი გაუჩნდეს და საფრთხე შეექმნას ადამიანების სიცოცხლეს.
შვედური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ტექნიკური ნაკლი 2014-2019 წლებში წარმოებულ ოთხ-ცილინდრიან დიზელის ძრავებს აღმოაჩნდა.

გაზიარება:
fb-share-icon0