close
ედიცინა

ვიტამინი C და ანტიბიოტიკები კიბოს უჯრედებს კლავს

კიბოს უჯრედი

ახალი კვლევის თანახმად, ვიტამინი C და ანტიბიოტიკები შესაძლოა 100-ჯერ უფრო ეფექტური იყოს კიბოს უჯრედების მოსაკლავად, ვიდრე სტანდარტული მედიკამენტების მოხმარება.

ანტიბიოტიკის შემდეგ ვიტამინი C- ს მოხმარება კიბოს უჯრედებს კლავს. მეცნიერები აცხადებენ, რომ ანტიბიოტიკ დოქსიციკლინისა და ვიტამინი C- ს მიღებას, რომლებიც შედარებით არატოქსიკური არიან, შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს მკურნალობის გვერდითი მოვლენები.

,,ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ვიტამინი C და სხვა არატოქსიკური ნაერთები კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ,“ – განაცხადა სალფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, კვლევის ავტორმა მაიკლ ლიზიანმა.

როგორ ჩაატარეს ცდა?

სალფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები კიბოს უჯრედებს სამი თვის განმავლობაში ანტიბიოტიკ ,,დოქსიციკლინს”, შემდეგ კი ვიტამინ C-ს აწვდიდნენ. შედეგად უჯრედები ცოცხალი დარჩნენ. თუმცა, ამის შემდეგ მკვლევარებმა უჯრედებს გლუკოზა მოაშორეს, რამაც მათი დაუძლურება და სიკვდილი გამოიწვია.

კვლევამ, რომელიც ჟურნალ ,,Oncotarget-ში” გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ,,დოქსიციკლინთან” ერთად მიღებული ვიტამინი C 100-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე კიბოს საწინააღმდეგო სტანდარტული მედიკამენტები. იმავე კვლევის თანახმად, მხოლოდ ვიტამინი C 10-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტები.

მეცნიერების მტკიცებით, იმის გამო, რომ ,,დოქსიციკლინი” და ვიტამინი C შედარებით არატოქსიკური ნაერთებია, კიბოს მკურნალობის დროს გვერდითი ეფექტები შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს.

„ჩვენი შედეგები მიუთითებს, რომ ეს არის პერსპექტიული ფაქტორი კლინიკური კვლევებისთვის და დამატებითი მკურნალობის საშუალება სტანდარტული თერაპიებისთვის სიმსივნეების რეციდივის, დაავადების პროგრესირებისა და მეტასტაზის თავიდან ასაცილებლად,“ – აცხადებენ მეცნიერები.

 

წყარო: http://www.dailymail.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : sld
admin2

The author admin2

კომენტარის დაწერა