close
საქართველო

UNESCO-მ ქართული ჭიდაობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

UNESCO-მ ქართული ჭიდაობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე წერს.

“ქართული ჭიდაობა შევიდა UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის წარმომადგენლობის ნუსხაში. გილოცავთ ყველას ამ კიდევ ერთ დიდ წარმატებას”, – წერს ანთიძე.

იუნესკოს მე-13 სესიას ქართული დელეგაციაც დაესწრო, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ამავე სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ვარძელაშვილი, საქართველოში UNESCO-ს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი.

„ჭიდაობა საკმაოდ რთული ხელოვნებაა, რომელიც აერთიანებს ბრძოლას, მუსიკას, ცეკვასა და სოციალურ ფორმას (ჩოხა). ჭიდაობის ტურნირები ღია არენაზე იმართება და მას მრავალრიცხოვანი აუდიტორია ადევნებს თვალს. შეჯიბრის დროს ქართული ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტ ზურნასა და დოლზე უკრავენ, რაც, სიმბოლურად, ტურნირის დაწყებას აღნიშნავს. მოწინააღმდეგეები ერთმანეთის დამარცხებას მუსიკის ფონზე ცდილობენ, რაც ჭიდაობას დინამიკას სძენს. ჭიდაობის წესები რაინდულია და ხშირად მოჭიდავეები არენას ფოლკლორული ცეკვით ტოვებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:
fb-share-icon0