close
ულტურააქართველო

ცნობილი ქართული სარეკლამო რგოლების ავტორი – ანუკა ბარათაშვილი და მისი შემოქმედება

ანუკა

  გოგონა, რომლის შემოქმედებაც სოციალურ ქსელებში „Anuk Art-ის“ სახელით შეგიძლიათ იხილოთ – ანუკა ბარათაშვილია, ახალგაზრდა ილუსტრატორი, რომელმაც განათლება სამხატვრო აკადემიაში მიიღო  და რომლის მიერ შექმნილი ნამუშევრებიც ყოველდღიურად გვხვდება ტელევიზიასა თუ ონლაინსივრცეში. ჩვენ გავესაუბრეთ ნიჭიერ ხელოვანს უკვე არსებული გამოცდილებასა და პროექტების შესახებ.

ანუკა ბარათაშვილი დღესდღეობით საქართველოში და არამხოლოდ, ერთ-ერთი წარმატებული მხატვარ-ილუსტრატორია, როგორც თვითონ აღნიშნავს, ზოგადად, სიყვარული მხატვრობისადმი ხელოვნებათმცოდნე მშობლების პროფესიიდან გამომდინარე გაუჩნდა და მოგვიანებით თვითონაც ამ სფეროს დაუკავშირა საკუთარი მოღვაწეობა.

უკვე არსებული პროექტებიდან ყველაზე მეტად  „Wacom-ი” და „Deviant Art” კომპანიების მიერ ჩატარებული საერთაშორისო კონკურსს ,,Bring your vision to life: Dreams Contest-ს“ გამოარჩევს, რომელშიც პირველი ადგილი დაიმსახურა ნამუშევრით – ,,Dreamland Above Than Cloud“:

აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბერს საქართველოს საფრანგეთისგან ოფიციალურად გადმოეცემა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი, რისთვისაც შეიქმნა ოფიციალური ანიმაციური ვიდეორგოლი „Georgia Made by Characters/ ანბანით მოთხრობილი საქართველო“და ანუკა ერთ-ერთია იმ ილუსტრატორებს შორის, რომლებმაც იმუშავეს აღნიშნულ პროექტზე.

საყვარელ ნამუშევრებს შორისაა  ასევე „პალიტრა L-თან“ თანამშრომლობით შექმნილი ილუსტრაციები „პატარა პრინცისთვის“, თუმცა, მისი ძირითადი საქმიანობა სარეკლამო სფეროს უკავშირდება და მოიცავს, მაგალითად, ,,ნანუკას შოუსთვის” შექნილ სარეკლამო რგოლსა და საქართველოს ბანკისთვის შექმნილი სარეკლამო რგოლებს, რომლებზეც ანუკამ საკუთარ გუნდთან ერთად კომპანია – „Metrograph Studio, JWT Metro-ში“ იმუშავა.

მიუხედავად წარმატებული პროექტებისა, ანუკას საყვარელი ნამუშევრები მაინც პირადად მისთვის შექმნილი ნახატებია, რაზეც გულახდილად გვესაუბრა  – „მხატვრული თვალსაზრისით, უფრო ის ნამუშევრებია ფასეული, რომლებიც შემკვეთის შეზღუდვებისგან არის თავისუფალი და ჩემს სუბიექტურ განცდებს უკავშირდება. ასე მუშაობა განსაკუთრებით დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ეს შედეგზეც აისახება.“ მსგავს ნამუშევრებში ძირითადად ცხოველები ფიგურირებენ, რადგან მათი სიყვარული მხატვარს ბავშვობიდან გამოჰყვა და მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლადაც საკმაოდ აქტიურადაც მუშაობს.

ანუკას ჯერჯერობით აუხდენელი ოცნება სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის შექმნაა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ პერიოდში ყოფილა ამის მცდელობა, დაფინანსების არარსებობის პირობებში ვეღარ მოხერხა საქმის დასრულება, სამწუხაროდ, იმავე პრობლემას ქართველი მხატვარ-ილუსტრატორები ხშირად აწყდებიან, თუმცა, ცხადია, რომ ხელშეწყობის არსებობის შემთხვევაში საკმაოდ ღირებული ნაწარმის შექმნაა შესაძლებელი.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid