close
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიოსაქართველო

თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე – საქართველო მარსზე ვაზის გაშენებას გეგმავს

ბოლო პერიოდში, მსოფლიოს უმსხვილესი ორგანიზაციები კოსმოსის ათვისების მიმართულებით პროექტების განხორციელებას ხშირად აანონსებენ. ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტო – “NASA” კი აქტიურად მუშაობს პლანეტა მარსის კოლონიზაციის პროექტზე.  

„NASA-ს ასტრონავტების მიერ კოსმოსურ სადგურზე  საკვების მოყვანის რამდენიმე წარმატებული ექსპერიმენტი უკვე განხორციელდა, რაც სხვა მცენარეული კულტურის გამრავლებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პოტენციალი, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით მუშაობისთვის აქვს,  მსოფლიოში უნიკალურია, რადგან იგი ვაზის კულტივაციის უძველეს კულტურას ეხება.

ქართული ღვინის მარსზე მოყვანასა და IX Millennium-ის შესახებ , ამერიკული გამოცემა “The Washington Post“ – ი წერს.

Washington Post-ის სტატიაში ნათქვამია, რომ  მეცნიერებმა უნდა დაადგინონ, ყურძნის რომელი ჯიში გაუძლებს რადიაციას, მტვრის ქარისხლებსა და მარსზე არსებული გარემოს სხვა გამოწვევებს.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, მეცნიერების აზრით, წითელი პლანეტის კლიმატს თეთრი ფერის ყურძენი უკეთ გაუძლებს. ამიტომ, მარსზე მოსაშენებლად ერთ-ერთ ვერსიად რქაწითელი განიხილება, რომლის კანიც, მარსის მტვრის ქარიშხლებს ადვილად გაუძლებს.

„თუკი ერთ დღეს მარსზე ცხოვრებას ვაპირებთ, საქართველომ ამაში წვლილი უნდა შეიტანოს. ჩვენმა წინაპრებმა მოგვიტანეს ღვინო დედამიწაზე, ახლა კი ჩვენ შეგვიძლია იგივე მარსისთვის გავაკეთოთ,“ ამბობს კოსმოსური კვლევის სააგენტოს დამფუძნებელი ნიკოლოზ დობორჯგინიძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0