close
საქართველო

თბილისში სანაგვე ურნებს მიწისქვეშ განათავსებენ

დედაქალაქის მერია საპილოტე პროექტს იწყებს, რომელიც სანაგვე ურნების მიწისქვეშ გადატანას გულისხმობს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული საპილოტე პროექტის განხორციელება ჭავჭავაძის ქუჩიდან დაიწყება.

„სანაგვე ურნებს, რომელიც ზედ გზაზეა განთავსებული, მიწის ქვემოთ ჩავიტანთ, როგორც ეს ბევრ განვითარებულ ქალაქშია. ამის გაკეთება ძალიან მარტივია და ვფიქრობ, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. არც ვიზუალურად არის ლამაზი ცენტრალურ ქუჩებზე, გზაზე განთავსებული ურნები და უამრავ სხვადასხვა პრობლემასაც ქმნის. შესაბამისად, ურნების მიწის ქვემოთ განთავსების შემდეგ, ეს ადგილები ზემოდან დახურული იქნება, არ იქნება თვალშისაცემი და რაც მთავარია, მეტი სისუფთავე შენარჩუნდება. შეიძლება ნარჩენების სეპარირებაზეც ვიფიქროთ. რეაბილიტირებულ სკვერებში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნების დადგმა უკვე დაწყებული გვაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:
fb-share-icon0