close
საქართველო

თბილისში „ბედნიერების მუზეუმი“ გაიხსება

  ილუსტრაციების პირველი მუზეუმი ზაგრებში, ხორვატიაში 2015 წელს გაიხსნა, რასაც წინ უძღვოდა ორწლიანი მომზადების პროცესი, ბაზრის კვლევა, ექსპონატების შექმნა. აღმოჩნდა, რომ ილუზიების მუზეუმი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელია. მოიცავს 80-ზე მეტ უნიკალურ ვიზუალურ და საგანმანათლებლო ინსტალაციას, რომლებიც მორგებულია ნებისმიერი ასაკის ადგილობრივ და ტურიტების სეგმენტებზე. დღეს, „ილუზიების მუზეუმი“ უკვე მრავალ ქალაქშია.

ამასთან, „ბიზნესპესნიუსის“ ინფორამციით, მალე თბილისში კიდევ ერთი, „ბედნიერების მუზეუმიც“ გაიხსება, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ მისთვის ბედნიერებასთან ასოცირებული თითო ნივთი მუზეუმს უსახსოვრონ და კოლექციის შეგროვებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

მუზეუმების ზოგადი კოლექცია ოთხმოცამდე ექსპონატს ითვლის, რომელთა სრული ასორტიმენტი ქართველ და უცხოელ დამთვალიერებელს შეუძლია თბილისის მუზეუმშიც იხილოს. კოლექცია მუდმივად განახლებადია და მასზე „ილუზიების შემქმნელები“ ზრუნავენ. როგორც თბილისის, ისე ფრენჩაიზის მფლობელი სხვა ქალაქების მუზეუმები, ამ განახლებას ექვემდებარებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ დროდადრო დამთვალიერებელს ახალ-ახალ ეფექტებსა და თავსატეხებს შესთავაზებენ.

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0