close
საქართველო

სოლოლაკი ტურისტებისთვის მსოფლიოს 50 საუკეთესო ადგილს შორის დასახელდა

გამოცემა Time Out-ის რედაქტორებმა და ექსპერტებმა მსოფლიო 50 საუკეთესო ადგილის სია შეადგინეს, რომელიც მოგზაურებმა უნდა მოინახულონ.

ლონდონის, პარიზის, ტოკიოს, სეულის, სტრასბურგის, და სხვა ბევრი ქალაქის გვერდით, სიაში არის თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი სოლოლაკი.

“ბარები, კაფეები და კლუბებიც კი, რომლებიც სოლოლაკში ერთმანეთთან ახლოს, მეზობლად მდებარეობენ, ტურისტებს (რომლებიც უმეტესად მუსიკოსები და მხატვრები არიან) კომფორტულ გარემოს სთავაზობენ. ადგილობრივი მცხოვრებლები და მოგზაურები ხშირად სტუმრობენ კაფეებად გადაკეთებულ სახლებს, სადაც ხშირად ისმის ცოცხალი მუსიკა”, – წერს გამოცემა სოლოლაკის შესახებ.

გამოცემა ტურისტებს ასევე ურჩევს წავიდნენ გოგირდის აბანოებში, მეიდანზე, სადაც ზოგიერთი დაწესებულება 24 საათის განმავლობაშიც კი ღიაა.

გამოცემა ასევე რეკომენდაციას უწევს Ezo-ს და ბარს “ზოესთან”.

წყარო : imedinews.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0