close
მედიცინა

სიბრმავე განიკურნება: მეცნიერებმა რქოვანა პრინტერით დაბეჭდეს

3D-ბეჭდვა კაცობრიობას სიბრმავისგან გადაარჩენს.

ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოიფიქრეს, თუ როგორ უნდა დაებეჭდათ 3D-პრინტერით ადამიანური რქოვანა – თვალის კაკლის გამჭვირვალე ნაწილი, რომელიც ფერის გარდატეხასა და ფოკუსირებაზეა პასუხისმგებელი.

რქოვანის დაავადებით, დაზიანებით თუ დამწვრობით გამოწვეული სიბრმავე 5 მლნ ადამიანს აწუხებს, კიდევ 10 მლნ ადამიანი კი რქოვანის გადანერგვისა და აღდგენის ოპერაციის მოლოდინშია. ახლა შესაძლებელია რქოვანას დონორობა გარდაცვალების შემდეგ, თუმცა დონორობის მსურველთა რაოდენობა არაა საკმარისი ყველა პაციენტის განსაკურნებლად.

ხელოვნური რქოვანას დასამზადებლად, გუნდმა არც ისე ძვირადღირებული 3D-პრინტერი გამოიყენა. იგი „ბიო-მასალის“ ფენას ქმნის კონცენტრირებული წრეების სახით, რაც რქოვანას ფურცლის ფორმას აძლევს. შემდეგ ნაკეთობას უმატებენ ღეროვან უჯრედებს და აძლევენ გაზრდის საშუალებას, რათა ტრანსპლანტაციისთვის შესაფერისი რქოვანა შექმნან.

 

გაზიარება:
fb-share-icon0