close
საქართველო

შვეიცარიის პოლიციისთვის უნიფორმები საქართველოში შეიკერება

მალე საქართველოში შვეიცარიის პოლიციისთვის უნიფორმების წარმოება დაიწყება, დაკვეთას კომპანია “ელსელემა” შეასრულებს, რომელიც პოლიციისთვის განკუთვნილ ჯავშანჟილეტებს თბილისისა და ლანჩხუთის ფაბრიკებში დაამზადებს. ამის შესახებ Bm.ge-ის სამკერვალო ფაბრიკა “ელსელემას” დამფუძნებელმა ელგუჯა მამასახლისმა განუცხადა. მისივე თქმით, ამჟამად ორივე საწარმოში მიმდინარეობს ნიმუშების დამზადება. ქართულ კომპანიას დაკვეთას შვეიცარიული “ქამელეონი” აძლევს.

კომპანია ,,ელსელემა“ როგორც თბილისის, ასევე ლანჩხუთის ფაბრიკაში მუშახელის დამატებას გეგმავს. ასევე იგეგმება ახალი ინვესტიციის განხორციელება, რაც სავარაუდოდ 150,000 ევროს შეადგენს. აღნიშნული თანხა ახალი დანადგარების შეძენას მოხმარდება.

 ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0