close
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

 შორეული გალაქტიკიდან ამოუცნობი რადიო სიგნალები დაფიქსირდა – BBC 

ასტრონომებმა 1.5 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკიდან მომავალი რადიოსიგნალები დააფიქსირეს, სიგნალი კანადის ერთ-ერთ პროვინციაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში არსებულ CHIME-ს ობსერვატორიაში დაფიქსირდა.

ამ დრომდე დაახლოებით 60 სწრაფი რადიო ამოფრქვევაა დაფიქსირებული, თუმცა ერთის გარდა, არც ერთი მათგანი არ გამეორებულა.

“ახლა სწრაფი რადიო ამოფრქვევების მეორე განმეორებადი წყაროც დავაფიქსირეთ. ეს ნიშნავს, რომ სამყაროში ასეთი წყაროები სხვაგანაც უნდა არსებობდეს. მეტი წყაროების შესწავლით კი შეიძლება ამ უცნაური მოვლენის საიდუმლოს ამოხსნა შევძლოთ”, – აცხადებს ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ინგრიდ სტეარსი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

გაზიარება:
fb-share-icon0