close
საქართველო

შესაძლოა სტუდენტები საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლდნენ

აქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადებას, რომლის მიხედვით, აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე პირები საშემოსავლო გადასახადიდან უნდა გათავისუფლდნენ, მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო წინადადება საბოლოო გადაწყვეტილებისთვის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეგზავნა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლს, რომელშიც დაზუსტებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ფიზიკურ პირთა სახეები, მეორე ნაწილს უნდა დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არაუმეტეს 25 წლისა, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს“.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრებმა, საკანონმდებლო წინადადების განხილვის პროცესში საკუთარი შეხედულებებიც გამოთქვეს.

ორგანიზაციის მხრიდან საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობა განხორციელდა ორგანიზაციის იურისტების მონაწილეობით.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სტატისტიკის თანახმად, სტუდენტთა უმრავლესობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პარალელურად დასაქმებულია, ძირითადად კერძო სექტორში, სხვადასხვა პოზიციებზე, სწორედ სწავლის საფასურის გადასახდელად საჭირო თანხის უზრუნველყოფისთვის.

მათივე ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბრის მდგომარეობით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა საერთო რაოდენობა 38 104-ია, აქედან სტუდენტის სტატუსი ფინანსური პრობლემის გამო შეჩერებული აქვს, 50%-ზე მეტს, 22 819 პირს, რაც ორგანიზაციის შეფასებით, საგანგაშო მაჩვენებელია და საჭროებს სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების დროულ და ეფექტურ რეაგირებას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0