close
ასტრონომია - კოსმოსისაქართველო

საქართველოში ,,ვოიაჯერისა” და ,,ჩაკრულოს” კოსმოსში გაშვების საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება

 28 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება ,,ვოიაჯერისა” და ,,ჩაკრულოს” კოსმოსში გაშვების საიუბილეო ღონისძიებები, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. 

 საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, 28 სექტემბერს, 12:00 საათზე, დაგეგმილია მარსის პროგრამის ამჟამინდელი მთავარი ინჟინერის,  რობ მენინგის უფასო ინტერაქციული ლექცია, 19:00 საათზე კი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის – „სიმღერა“ პრემიერა და ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი. კონცერტის ბოლოს, დაგეგმილია Voyager-ის პროგრამის ყოფილი მენეჯერის, ახლა უკვე ლეგენდად ქცეული, 80 წლის ჯონ კასანისა და 78 წლის როსტომ საგინაშვილის (მისი ხმა კოსმოსშია გაგზავნილი)  სცენაზე შეხვედრა.

1977 წელს, ლეგენდარული მეცნიერის კარლ საგანის ინიციატივით, NASA-მ კოსმოსში გაგზავნა ე.წ. „ოქროს ჩანაწერი“, რომელზეც 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო“ („ერისიონის“ ჩანაწერი). ამ, მართლაც ისტორიული ფაქტის შესახებ, რეჟისორმა რამაზ ბლუაშვილმა მოამზადა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „სიმღერა“, რომლის გადაღებებიც NASA-ში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობენ ის ადამიანები, რომლებმაც  „ჩაკრულო“ შეარჩიეს კოსმოსში გასაშვებად.

ამერიკის საელჩოსა და  საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ასევე,  ფონდ „ნოვას“ ორგანიზებით, 25-28 სექტემბერს „ჩაკრულოს კვირეული“ტარდება, რომელიც უცხოური მედიის აქტიური ჩართულობის გამო, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებად იქცევა. კვირეულის ფარგლებში,  NASA-დან სტუმრობენ მაღალი დონის სტუმრები, მათ შორის, მარსის პროგრამის ამჟამინდელი მთავარი ინჟინერი – რობ მენინგი, რომელიც უფასო ინტერაქტიურ ლექციას გამართავს მარსის კვლევების შესახებ ქართული სამეცნიერო საზოგადოების, ინტელიგენციისა და სტუდენტი ახალგაზრდობის გამორჩეული ინტერესის გათვალისწინებით. მასთან ერთად თბილისს ეწვევა Voyager-ის პროგრამის ყოფილი მენეჯერი და ახლა უკვე ლეგენდად ქცეული ჯონ კასანი, რომლის იდეაც იყო კოსმოსურ ხოლმადზე კაცობრიობის მესიჯის განთავსება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid