close
აქართველო

საქართველოს ენერგეტიკაში 300 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია ხორციელდება

no thumb

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ,  სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა, შპს „გარდაბნის თბოელექტროსადგურის“ დირექტორმა ლაშა მგელაძემ,  სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ გენერალურმა დირექტორმა  ვახტანგ ამბოკაძემ  და კომპანია „Pegasus EastWest Ltd“-ს წარმომადგენელმა რაფი კამინერმა ხელი მოაწერეს გარდაბნის კომბინირებული თბოელექტროსადგურის შესახებ იმპლემენტაციის ხელშეკრულებას.

ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით მთავრობამ თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ობიექტების პრივატიზება გამოაცხადა. გარდაბნის კომბინირებული თბოელექტროსადგური გამოცხადებული საპრივატიზაციო ნუსხიდან  პირველი ობიექტია, რომელზეც იმპლემენტაციის ხელშეკრულება ფორმდება.

პროექტი  საქართველოს საპარტნიორო ფონდმა და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ერთობლივად  განახორციელეს შპს „გარდაბნის თბოლოექტროსდადგურის“ მეშვეობით. პროექტის განხოცრიელებისათვის დაახლოებით დახარჯულია 230 მლნ აშშ დოლარი.

თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 230 მგვტ-ს შეადგენს და მის მშენებლობას  უმსხვილესი თურქული კომპანია – ÇALIK ENERJİ ახორციელებს.

იმპლემენტაციის ხელშეკრულების თანახმად „Pegasus EastWest Ltd“  იძენს გარდაბნის თბოელექტროსადგურს მფლობელ კომპანიას – შპს „გარდაბნის თბოელექტროსადგურს“. ამ ეტაპზე ნასყიდობის შეთანხმებულ ღირებულებას წარმოადგენს 290 მლნ აშშ დოლარს. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ენერგეტიკის სექტორში და იგი გავლენას მოახდენს ლარის კურსის დასტაბილურების პროცესზე.

„Pegasus EastWest Ltd“-ს სათაო ოფისი ჰონკ კონგშია განთავსებული და ის ფოკურისრდება განვითარებად ბიზნესებზე სწრაფად მზარდ ქვეყნებში.

გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელიც ექსპლუატაციაში  2015 წლის ბოლოდან შევა, აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის „ჯენერალ ელეკტრიკის“ უახლესი ტურბინებით. ობიექტი ადგილობრივ ბაზარს დამატებითი ელექტროენერგიით მოამარაგებს.

გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მარგი ქმედების კოეფიციენტი საქართველოში არსებული ბუნებრივ აირზე მომუშავე  სხვა თბოელექტროსადგურებისგან განსხვავებით თითქმის ორჯერ უფრო მაღალი  და უფრო ეკონომიური  იქნება. მსგავსი მასშტაბის ენერგეტიკული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხორციელდება, რის გამოც მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გარდაბნის თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია იქნება ენერგეტიკულ სისტემაში ყველაზე საიმედო რეზერვი, რომელიც ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაამყარებს.

 

წყარო:

ენერგეტიკის სამინისტრო

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

ako.admin

The author ako.admin

კომენტარის დაწერა