close
საქართველო

“საპატიო თბილისელი” 81 წლის მეეზოვე გახდა, რომელიც დედაქალაქს 61 წელია ასუფთავებს

თბი­ლი­სო­ბის“ გალა-კონ­ცერ­ტზე 2019 წლის “სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლე­ბი” და­სა­ხელ­დნენ. “სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლის” წო­დე­ბა სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში თა­ვი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბით გა­მორ­ჩე­ულ 7 ადა­მი­ანს მი­ე­ნი­ჭა. თი­თო­ე­ულ მათ­განს დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის სიმ­ბო­ლუ­რი გა­სა­ღე­ბი, სი­გე­ლი და გულ­საბ­ნე­ვი გა­დას­ცა და ქა­ლა­ქის ზრუნ­ვის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

“სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლე­ბი“ გახ­დნენ:

გი­ო­ზალ დუ­მო­ე­ვი, 81 წლის, “თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის” მე­ე­ზო­ვე, ის 61 წე­ლია რაც დე­და­ქა­ლა­ქის სი­სუფ­თა­ვე­ზე ზრუ­ნავს.

გივი მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, 83 წლის, “თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის” გარე გა­ნა­თე­ბის ოს­ტა­ტი. 66 წე­ლია დე­და­ქა­ლა­ქის გა­რე­გა­ნა­თე­ბა­ზე ზრუ­ნავს.

ავ­თან­დილ კო­ბა­ხი­ძე, 77 წლის. გვი­რაბ ნა­გე­ბო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლია. 53 წე­ლია, რაც თბი­ლი­სის მეტ­რო­ში მუ­შა­ობს.

ვა­ლე­რი­ან მე­თაფ­ლიშ­ვი­ლი, 74 წლის. თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია, N1 ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი, 49 წე­ლია, რაც ამ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობს.

როგ­ნე­ტა კუ­ჭა­ვა, 79 წლის. ბიბ­ლი­ო­თე­კათმცოდ­ნე, 49 წე­ლია რაც ამ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობს.

მეია მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი,79 წლის, 27-ე ბაგა-ბა­ღის მუ­სი­კის პე­და­გო­გი, აქვს 60-წლი­ა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა.

ნიკო ლე­კიშ­ვი­ლი, 72 წლის, თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი.

„მად­ლო­ბა ნიკო ლე­კიშ­ვილს იმ საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, რა­საც ის აკე­თებ­და ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­თვის. მან თა­ვის გუნდთან ერ­თად ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­თვის.მინ­და მას და­ვუ­ფა­სო თა­ვის შრო­მა,თა­ვი­სი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი”,- გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0