close
საქართველო

სამგორი – ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროსადგურები აშენდება

საქართველოს პრემიერმა  – მამუკა ბახტაძემ ეკონტრანსპორტის გეგმის პრეზენტაციაზე სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურების აშენება დააანონსა. როგორც განცხადებიდან ირკვევა მთავრობისთვის მიწისზედა მეტროს განვითარება მნიშვნელოვანი საკითხია თბილისის მეტროს სისტემისთვის რუსთავის მიბმის თვალსაზრისითაც, რასაც მთავრობა უახლოეს მომავალში გეგმავს.

22 ოქტომბერს გამართულ პრეზენტაციაზე, ამავე საკითხის შესახებ თბილისის მერმა – კახა კალაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დაიწყება.

როგორც მერიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოშია ნაჩვენები, ახალი ხაზი მოიცავს შემდეგ სადგურებს: მეტროსადგური სამგორი 2 – კახეთის გზატკეცილი  – “ისტ ფოინთი”- ორხევი – აეროპორტის დასახლება – აეროპორტი – ლილოს დასახლება და  ლილოს ბაზრობა.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0