close
იზნესი

როგორია სტაჟირება წამყვან კომპანიებში? – კარგი ანაზღაურება, კვება, გართობა

სტაჟირება

ონლაინგამოცემა,, Business Insider-მა“ იმ კომპანიების სია გამოაქვეყნა, სადაც სტაჟიორობა საკმაოდ მიმზიდველია და ამას თავად კომპანიების ყოფილი სტაჟიორები ყვებიან.

✔Yahoo –ში სტაჟიორის თვიური ანაზღაურება 6333 დოლარია. კომპანია სტაჟიორს სთავაზობს ბევრ გართობას, უგემრიელეს საკვებს, კარგ სამუშაო გარემოს.

✔Twitter-ი მხოლოდ საუკეთესო კანდიდატებს აძლევს სტაჟიორობის უფლებას. მათი ყოფილი სტაჟიორი ამბობს, რომ Twitter-ში ყოფნა ბევრად სჯობდა Google inc-ში მუშაობას. Twitter-ში სტაჟიორის ანაზღაურება 6333 დოლარია.

✔Expedia-ში სტაჟიორის თვიური ხელფასი 6333 დოლარია. კომპანიაში საოცრად კარგი სამუშაო გარემოა, მეგობრული თანამშომლები და სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსი კი, ძალიან მიმზიდველია ყველასთვის.

✔Apple-ში სტაჟიორებს 6333 დოლარს უხდიან. რა თქმა უნდა, ყველა ცნობილი ბენეფიტი მათზეც ვრცელდება. საოცარი სამუშაო გარემო კი, ყველაზე მეტად მიმზიდველია.

✔Google-ში სტაჟიორის ანაზღაურება 6600 დოლარია. სამუშაოს აღწერილობა მუშაობის დაწყების დღემდე საიდუმლოა. როგორც კომპანიის ყოფილი სტაჟიორები ამბობენ, თავდაპირველად მათ ერთ პროექტზე დაიწყეს მუშაობა, შემდეგ კი მისცეს საშუალება სხვადასხვა სფეროში ეცადათ თავი.

✔Groupon-ის შესახებ მისი ყოფილი სტაჟიორი წერს, რომ კომპანიას კარგი კულტურა აქვს, მეგობრული სამუშაო გარემოა, თუმცა არც ისე „სექსუალურია“ სწრაფად მზარდ ინტერნეტ ინდუსტრიებს შორის. Groupon-ი ონლაინ შეთავაზებებზე და ფასდაკლებების ვებ-გვერდია. კომპანიის სტაჟიორის ანაზღაურება 6667 დოლარია.

✔Uber-ში სტაჟიორის ანაზღაურება 6730 დოლარია. კომპანია თავისი ყოველკვირეული შეხვედრებით მის დამაარსებელთან, უნიკალური და გამორჩეულია.

✔Nest_ში დასაქმებულებს საკმაოდ გამოცდილ და ჭკვიან ინჟინრებთან ერთად უწევთ მუშაობა. მათი თვიური ანაზღაურება 6773 დოლარია.

✔საინტერესო გარემო, კარგი თანამშრომლები, ბენეფიტები და ერთ-ერთი საუკეთესო ოფისი Microsoft-ის სტაჟიორი კომპანიაში გატარებულ დროს(როგორც ყველაფერ სხვას) „საუკეთესოს“ უწოდებს. მისი ანაზღაურება 7000 დოლარი იყო.

✔Walmart-ის სტაჟიორს გარდა კარგი სამუშაო გარემოსა, განვითარების დიდი შანსი აქვს. სტაჟიორის თვიური ანაზღაურება 7219 დოლარია.

✔Nec Labs America საუკეთესო ადგილია ჭკვიანი და ექსპერიმენტების მოყვარული ადამიანისთვის. სამუშაო გარემოც ასეთია.უმართავი და დამოუკიდებელი. თვიური ანაზღაურება 7400 დოლარია.

✔LinkedIn-ში სტაჟიორის ხელფასისთვის 7500 დოლარია გამოყოფილი. ველო ბილიკები, სავარჯიშო დარბაზი, კალათბურთის ფარი და უფასო საკვები მათი ორგანიზაციული კულტურის ნაწილია. თანამშრომლებთან ერთად, აღმასრულებელი ხელმძღვანელიც მზად არის დაეხმაროს ყველას.

✔Facebook-ის შესახებ მხოლოდ კარგს საუბრობენ, რადგან კომპანიის მისია, ორგანიზაციული კულტურა ძალიან საინტერესოა სტაჟიორებისთვის. მათი ანაზღაურება თვეში 8000 დოლარია.

✔Pinterest-ში ზრუნავენ თანამშრომლების ბედნიერებაზე და განსაკუთრებით კი, სტაჟიორებზე. საინტერესო სამუშაო გარემოს გარდა, განვითარების დიდი პერსპექტივაც აქვთ. სტაჟიორის ანაზღაურება 8125 დოლარია.

✔Dropbox -ში ყველა ზრუნავს ერთმანეთზე. საოცარი გარემო, კარგი ბენეფიტები და 8500 დოლარი თვეში სტაჟირებისთვის კარიერის კარგი დასაწყისია.

 

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : sld