close
ედიცინა

როგორია ახალი ვირუსის სიმპტომები, რომელიც ბავშვების პარალიზებას იწვევს

fjij

ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის ოფიციალური უწყებები მოსახლეობას ახალი ვირუსის შესახებ აფრთხილებენ, რომლითაც უმეტესწილად ბავშვები ავადდებიან. მწვავე ატონიკური მიელიტი (AFM), რომლის 127 დადასტურებული შემთხვევა უკვე დაფიქსირდა, პარალიზებას იწვევს.

დაავადების შემთხვევები, რომლის შესახებ მედიკოსებს ძალიან მცირე ინფორმაცია აქვთ, 2017 წლიდან მნიშვნელოვნად მატულობს. დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი იუწყება, რომ შემთხვევათა 90 პროცენტი 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ფიქსირდება. დაავადებულთა საშუალო ასაკი კი – 4 წელია. სტატისტიკის თანახმად, ამ იშვიათი დაავადებით დღემდე მილიონამდე ბავშვია დაავადებული.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ლაბორატორიული და სხვა სახის კვლევებისა, მედიკოსებმა დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ შეძლეს.  დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა AFM-ზე დაკვირვება 2014 წლიდან დაიწყეს, როდესაც დაავადების შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. მაჩვენებელი მაღალი იყო 2014, 2016 და 2018 წლებში, ხოლო შემთხვევათა რაოდენობამ შედარებით იკლო 2015 და 2017 წლებში.

ჯერ-ჯერობით არ არსებობს დაავადების სამკურნალო კონკრეტული საშუალება. ეს იშვიათი, მაგრამ სერიოზული ვირუსი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე, კონკრეტულად კი ზურგის ტვინზე.

რაც შეეხება დაავადების სიმპტომებს, ორგანიზმი სუსტდება, ბავშვებს, როგორც წესი, თვალების მოძრაობა, ყლაპვა და საუბარი უჭირთ. ხშირად პაციენტები ხელებსა და ფეხებს ვერ ამოძრავებენ.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პაციენტი დიაგნოზის დასმიდან მალევე გამოჯანმრთელდა, ხოლო ზოგი – პარალიზებული დარჩა და ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა.

პაციენტების განავლის ნიმუშების ტესტირების შემდეგ მედიკოსებმა დაადგინეს, AFM-ის შემთხვევების მიზეზი პოლიოვირუსი არაა, გამოირიცხა დასავლეთ ნილოსის ვირუსიც.

აღსანიშნავია, რომ ჯერ-ჯერობით არ არსებობს დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა. თუმცა, მეცნიერთა ნაწილი AFM-ს პოლივირუსსა და დასავლეთ ნილოსის ვირუსს უკავშირებს და მშობლებს მოუწოდებს, დაავადებისგან დასაცავად შვილები დროულად აცრან.

წყარო : www.sciencealert.com ; www.independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2