close
ბიზნესი

როგორ შეიქმნა ცნობილი ბრენდები?

ყველა ბრენდს თავისი საინტერესო ისტორიები აქვს. ,,დოქტრინა” გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

 

Victoria’s Secret

ერთხელ როი რეიმონდმა გადაწყვიტა თავისი მეუღლისთვის საჩუქრის გაკეთება და წავიდა მაღაზიებში ლამაზი ქალის თეთრეულის საყიდლად. ის დიდხანს ათვალიერებდა მაღაზიების სტელაჟებს, და ,,დაიკარგა” ქალების სამყაროში და გამყიდველებმაც ვერ შეძლეს მისთვის დახმარების გაწევა,  როიც ცარიელი ხელებით წავიდა, მაგრამ რევოლუციური აზრით. 1977 წელს მან გახსნა თავისი პირველი მაღაზია — «Victoria’s Secret», პოზიციირებული როგორც ქალის თეთრეულის ახალი ტიპი. მაღაზია შეიცავდა ევროპულ ელეგანტურობას მეგობრული ინტერიერით, სადაც მამაკაცებიც გრძნობდნენ თავს კომფორტულად. ხოლო ახალი პროგრამის გაშვების საქონლის რეალიზაციის კატალოგებიდან, რაიმონდმა ნამდვილი გადატრიალება მოახდინა მთელs მსოფლიოში მაგ სფეროში.

ხოლო ხუთი წლის შემდეგ რაიმონდი იყო იძულებული გაეყიდა Victoria’s Secret ლესლი ვეკსნერისთვის, რომელმაც ეგრევე მოაშორა მამაკაცებისთვის შექმნილი კომფორტული მდგომარეობა.

ხოლო როი რეიმონდსი 47 წლის ასაკში, რამოდენიმე უიღბლო ბიზნესის წამოწყების შემდეგ, 1993 წელს თავი მოიკლა სან-ფრანცისკოში.

 

Nintendo

იაპონური კომპანიის ისტორია, რომელიც სპეციალიზირებული იყო კომპიუტერული თამაშების და სათამაშო კონსოლების შექმნაზე, დაარსდა 1889 წელს. მაშინ კომპანიას ერქვა ,,Marufuku” და აწარმოებდა სათამაშო კარტებს იაპონურ სტილში, რომლებიც ფერადდებოდა ხელით, ხოლო შედგომ იფარებოდა ლაქით. 1902 წელს კომპანია იწყებს კარტების წარმოებას დასავლეთის ნიმუშებზე, რომლებიც იმ დროისთვის იაპონელებისთვის წარმოუდგენელი იყო და მალევე გახდა ერთ-ერთ ლიდერად აზარტული თამაშების ინდუსტრიაში.

1970-იან  წლებში ,,Nintendo” გადადის ჩვეულებრივი კარტებისგან სათამაშოებზე. იმ დროისთვის იყო მოგონილი უამრავი საინტერესო სათამაშო. 1978 წელს ,,ნინტენდომ” დაიწყო საარკადო თამაშების წარმოება.

 

Pampers

კომპანია ,,Procter & Gamble-ის” წამყვანი ქიმიკოს-ტექნიკოსი – ვიქტორ მილზი, ეხმარებოდა თავის გოგოს ბავშვების მოვლაში, რამოდენიმე ჯერ მოუწია თავისი შვილიშვილებისგან სველი საცვლების ამოღება, მათი გარეცხვა და გამშრალება. პროცესი, რაღა თქმა უნდა, არ მოეწონა მას, მას უნდოდა რამენაირად გაადვილება ამ პროცესის. მაშინ მას თავში მოუვიდა ერთჯერადი საცვლების შექმნის აზრი – მილზის პირველი მოდელები დაიტესტა თავის შევილიშვილებზე – იგი საერთოდ ყველაფერს ამოწმებდა თავისი ოჯახის წევრებზე. იმ დროს როდესაც ყველა კბილებს იხეხავდა, კბილის ფხვნილით მისი ცოლი და შვილი კბილის პასტით იხეხავდნენ კბილებს, რომელიც თვითონ მილზმა მოიგონა.

რამოდენიმე ექსპერიმენტის შემდეგ, სხვადასხვა მასალის გამოცლის შემდეგ, მილზმა შექმნა P&G-ვის ახალი პროდუქტი, რომლის გამოშვებაც დაიწყეს როდესაც მილზი იყო 80 წლის. ვიქტორ მალზი გარდაიცვალა 100 წლის ასაკში, 1997 წელს.

 

Nike

ფილ ნაიტი იყო მორბენი საშუალო მანძილზე ორეგონის უნივერსიტეტის გუნდში. იგი არ იყო ნამდვილი სპორტსმენი. მაგრამ სამაგიეროდ იცოდა თუ რა საშინელია ამერიკული ფეხსაცმელი. იმ დროისთვის გერმანული ,,Adidas-ი” 60-იან წლებში იყო ფუფუნების ტოლფასი, რადგან ღირდა ადგილობრივ ბრენდებზე ბევრად ძვირი. ნაიტმა გადაწყვიტა სიტუაციის გამოსწორება და შეექმნა ,,Blue Ribbon Sports” კომპანია, რომელიც გააწარმოებდა ამერიკულ ფეხსაცმელს და ხარისხით არ დაუთმობდა ,,Adidas-სა” და ,,Puma-ს”.

ნაიტი მიხვდა რომ იაფი და ხარისხიანი ნაწარმს შექმნა შესაძლებელი იყო მხოლოდ აზიაში. 1965 წელს მან 500 დოლარი ჩადო საქმეში, ნაიტმა და მისმა მწვრთნელმა – ბაუერმანმა შეუკვეთეს 300 წყვილი ფეხსაცმელი იაპონურ კომპანიას ,,ონიცუკა ტაიგერს (ამჟამად ASICS)”. ფილმა დაიწყო ფეხსაცმლის გაყიდვა პირდაპირ თავისი ფურგონიდან. გაყიდვა გაიზარდამ და ბიზნესი გადაიზარდა უცხო ნაწარმის გაყიდვით საკუთარი ნაწარმის გაყიდვაში და შეიქმნა ბრენდი ,,Nike-ი”.

 

Hilton

ივნისში, 1919 წელს, ამერიკულ შტატში ტეხასში მდებარე ქალაქ სისკოში ჩამოვიდა კონრად ჰილტონი, რომელსაც მაშინ შეუსრულდა 31 წელი. იმ დროისთვის იგი იყო გაკოტრებული. გაკოტრების შემდეგ მას ჰქონდა შერჩენილი 5000 ამერიკული დოლარი და აპირებდა ახალი ბანკის გახსნას ან ყიდვას, მაგრამ ძალიან სწრაფად მისი გეგმები შეიცვალა.

ღამის გასათენებლად კონრადი შევიდა ადგილობრივ სასტუმროში ,,Mobley”. იგი იყო გაოცებული ხალხით გადატენილი ვესტიბიულის ნახვისას, რომლებიც ჩხუბობდნენ თავისუფალი ოთახისთვის. ,,კლიენტების ბრბო – ეს არის ნადვილი ოცნება ნებისმიერი კომერსანტისთვის”,– გაიფიქრა იმ დროს ჰილტონმა. ხოლო სასტუმროს მეპატრონეს სულაც არ ახარებდა ეგ ფაქტი და ის არ იყო უარზე გაეყიდა თავისი 60-ოთახიანი სასტუმრო ,,Mobley”. ეს იყო საკმარისი იმისთვის, რათა ჰილტონს დავიწყებოდა ყველანაირი ბანკი. რამოდენიმე დღესი ის გახდა თავისი პირველი სასტუმროს მფლობელი, ხოლო უკვე ექვსი წლის შემდეგ გახსნა პირველი სასტუმრო თავისი სახელით დალასში – ,,Dallas Hilton-ი”.

 

 მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid