close
ბიზნესი

როგორ მივაღწიოთ ეფექტურ ინტერვიუს?

,,დოქტრინა” გთავაზობთ ეფექტური ინტერვიუს სახელმძღვანელო პრინციპებს:

 

          სიტყვასიტყვით არ წაიკითხოთ შეკითხვები!

  • ინტერვიუს მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქმედითი ქცევის ნიმუშის შეგროვება თითოეული მოთხოვნის კრიტერიუმისათვის. არ არის საჭირო შეკითხვების სიტყვასიტყვით წაკითხვა, უმჯობესია, აზრის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა. ამით საუბრისათვის ბუნებრივი გარემოც შეიქმნება.

          ჩაინიშნეთ კანდიდატის პასუხები!

  •     ინტერვიუს საუკეთესო სტრუქტურა ვერაფერში დაგეხმარებათ, თუ ინტერვიუს შემდეგ გადაწყვეტილების მიღებამდე დაკარგავთ მოპოვებულ ინფორმაციას. არ ენდოთ თქვენს მეხსიერებას. ინტერვიუს მიზანია არა საუკეთესო შეკითხვების დასმა, არამედ საჭირო ინფორმაციის მიღება და წერილობითი გადმოცემაა. არსებობს მოსაზრება, რომ ჩაწერის დროს საუბრის ფსიქოლოგიური გარემო ზიანდება, რადგანაც წერის დროს წყდება მხედველობითი კონტაქტი კანდიდატთან. ჩაწერის ნეგატიური მხარეების თავიდან აცილება შესაძლებელია შემდეგი რჩევების გათვალისწინებით.

           ჩაინიშნეთ საკვანძო ინფორმაცია!

  •    საქმე ეხება სრულყოფილ ჩანიშვნას – რა სიტუაციაში მოხდება მოვლენა? კონკრეტულად რა ქცევა განახორციელა კანდიდატმა? რა შედეგს მიაღწია? ასე რომ, ყურადღების კონცენტრირება საკვანძო ინფორმაიაზე უნდა მოხდეს!

           არ დაწეროთ რომანი, საკვანძო სიტყვებიც საკმარისია!

  • ყველაფრის ზედმიწევნით ჩაწერა არ არის საჭირო, ჩანიშვნა უნდა მოხდეს ისე, რომ შემდეგ ჩანაწერებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააგხსენოთ.

რა თქმა უნდა, ინტერვიუს ჩატარება თვითმიზანი არ არის. ის დაგეხმარებათ დასაბუთებული და სანდო გადაწყვეტილების მიღებაში კანდიდატის სამსახურში აყვანასთან მიმართებით.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response