close
AMG

როგორ გამოვიცნოთ საზოგადოებრივი ინტერესები?

tontine

 

ეს მსჯელობა სრულიად არ ნიშნავს, რომ ფერმერები, საავადმყოფოების ხელმძღვანელები თუ სოციალური სფეროს მუშაკები საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას საზოგადოებრივ ინტერესებს. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ისინი გარკვეულ ყურადღებას საკუთარ ინტერესებს აქცევენ. ისინიც კი, ვინც სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობს და ვისი პირდაპირი მოვალეობა საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაა, საზოგადოებრივ ინტერესებს საკუთარი სპეციფიკური ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრავენ.

თუ ეს ყველაფერი გაკვირვებას იწვევს იმათთვის, ვისაც სჯერა, რომ სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებრივ ინტერესებზე, მოვიდა დრო, რომ ეჭვი შეიტანოს ამაში. შესაძლოა, ეს რწმენა ემყარება ჩვევას, გავაიგივოთ სახელწიფო ქვეყანასთან და პირველზე გავავრცელოთ ის დამოკიდებულება, რასაც მეორის მიმართ განვიცდით. ამ დასკვნამდე დედუქციური მსჯელობის ცნობილ ტიპსაც მივყავართ. თუ ყველა სოციალური პრობლემა ადამიანთა ქცევის შედეგია, ხოლო ადამიანთა ქცევა შეიძლება კანონმდებლობით შევცვალოთ, კანონებს კი სახელმწიფო ქმნის, აქედან – დასკვნა, რომ სახელმწიფოს ყველა სოციალური პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია.

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : sld
admin2

The author admin2

კომენტარის დაწერა