close
მანქანათმშენებლობამსოფლიო

როგორ გამოიყურება სამგზავრო დრონი, რომელიც მგზავრობის დროს საგრძნობლად ამცირებს

ფილიპინელმა გამომგონებელმა საზოგადოებას მფრინავი სპორტული მანქანა წარუდგინა.

კიქს მედნიოლამ ერთადგილიანი ე.წ. „მულტიკოპტერის“ ტექნოლოგიით აგებული უცნაური საფრენი აპარატის „პირველი საჯარო დატესტვა“ წარმატებით განახორციელა.

მენდიოლას “Koncepto Milenya”-ს 100 კილოგრამი ტვირთის ტარება, 6, 1 მეტრის სიმაღლეზე ფრენა და 60 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. რაც შეეხება უსაფრთხოებას, გამომგონებლის განცხადებით, საფრენი აპარატის 16 როტაციული ძრავის წყალობით ის ფრენას მაშინაც კი აგრძელებს, თუკი რომელიმე მათგანი მწყობრიდან გამოვა.

მას შემდეგ, რაც მენდიოლას გამოგონების ფოტოები სოციალურ ქსელში გამოჩნდა, მასთან თანამშრომლობა ავსტრალიურმა კომპანია Star8-მ დაიწყო. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის იაკობ მაიმონის თქმით, იგი პროდუქტის მასიურ წარმოებას და ავსტრალიის, ევროპისა და ჰონგ კონგის ბაზარზე გატანას აპირებს.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

წყარო :   www.reuters.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

გაზიარება:
fb-share-icon0