close
ფსიქოლოგია

როგორ ამოვიცნოთ ფსიქოპათი?

11 თებერვალს ,,დავითიანნის” ფსიქოლოგიის ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა თემაზე ,,დღევანდელი საქართველო და ფსიქოპათია”. შეხვედრას ესწრებოდნენ ფსიქოლოგები, თერაპევტები, მომავალი ფსიქოლოგები და ჟურნალისტები. შეხვედრის განმავლობაში განიხილეს ფსიქოპათიის ფსიქოლოგური, სოციალური და სომატური საფუძვლები.

 

ფსიქოპათია განიხილება როგორც ნორმასა და ფსიქიკურ დაავადებას შორის მდგომარეობა. შესაბამისად  ფსიქოპათიის დიაგნოზი არ ისმება. განვითარებულ ქვეყნებში ფსიქოპათებს იკვლევენ  და მკურნალობენ საპატიმროებში. მათი ტვინის აგებულება არაფრით არ განსხვავდება სხვა პოპულაციის ტვინის აგებულებისგან, თუმცა კვლევისას ჩანს, რომ ტვინის გარკვეული უბნები არ რეაგირებენ გარკვეულ გამღიზიანებლებზე.

ფსიქოპათები კარგად იცნობენ ადამიანის ფსიქიკას, კარგად იციან როგორ ითამაშონ საზოგადოებისთვის მისაღები და მომხიბვლელი როლი და მოახდინონ ზემოქმედება. მათ არ სჭირდებათ მეგობრები, მათ უნდათ ჰყავდეთ ფანები. ფსიქოპათი შორიდან აკვირდება მსხვერპლს, სწავლობს მის სუსტ მხარეებს და შემდეგ მოულოდნელად ესხმის თავს.

  რა ახასიათებთ მათ?

ფსიქოპათებს ვხვდებით ყველგან, ისინი არც ისე ცოტანი არიან, თუმცა არც ისე ადვილია მათი ამოცნობა. მათ არ გააჩნიათ ემპათიის უნარი და არ აქვთ ემოციები, არავითარი ადამიანური განცდები. მათ აქვთ დაუოკებელი სურვილი, გავლენა ჰქონდეთ ადამიანებზე, იყვნენ გამორჩეულები და ყურადღების ცენტრში. მათ არ უჩნდებათ ადეკვატური ემოციები ამა თუ იმ სიტუაციაში, თუმცა სწავლობენ და ძალიან კარგად აკეთებენ ნებიმიერი ემოციის იმიტაციას. ისინი თამაშობენ იმ ნორმებთან შესაბამის ემოციის გამოხატვას, რაც გარკვეულ საზოგადოებაში და გარკვეულ სიტუაციაში სჭირდებათ. მაგალითად,  დასაფლავებისას, თუმცა მათ არ ესმით რატომ აქვთ ასეთი განცდები ადამიანებს რეალურად.

არავითარი სინანული. რაც არ უნდა ჩაიდინონ, არ ნანობენ. მათ არ შესწევთ თვითანალიზის უნარი და, შესაბამისად, ვერ წარმოუდგენიათ, რომ მათი ქცევა სხვისთვის დამაზიანებელი შეიძლება იყოს.

ზედაპირულობა. მათ არ შეუძლიათ გატაცებულები იყვნენ რამით. მათ შეუძლიათ ისწავლონ  დაკვრა ტექნიკურად, მაგრამ არ შეუძლიათ ეს ჰობის დონეზე აკეთონ, რადგან ამას სჭირდება ემოციები. ისინი გატაცებულები და აღფრთოვანებულები არიან მხოლოდ საკუთარი თავით. მათი დასწავლილი ქმედებები იმდენად ზედაპირულია, რომ მალე ჰბეზრდებათ ერთი და იმავე  რამის კეთება.  მათი დანაშაულებრივი ქმედებები მოტივირებულია ჭარბი ნეიროფსიქოლოგიური, მღელვარებებისა და ემოციური აღგზნებადობის საჭიროებით მომაბეზრებელი ერთფეროვნებიდან თავის დასაღწევად.

განდიდების მანია. ნაკლები შინაგანი სიღრმის და ზედაპირულობის მიუხედავად მათ არ აკლიათ თვითდაჯერებულობა. ისინი საკმაოდ თავდაჯერებულები არიან და ცხოვრობენ იმ შეგნებით, რომ ღმერთები არიან.

უპასუხისმგებლობა. მათ არ აქვთ პასუხისმგებლობის განცდა რადგან ისინი არასოდეს არ მიიჩნევენ თავს დამნაშავედ. მთელი სამყაროა დამნაშავე მათ პრობლემებში.

იმუპლსური ქცევა. მათ სწორად მიაჩნიათ ის, რაც მათ უნდათ და თუ სხვას არ უნდა ის, რაც მათ სურთ, მათი ქმედება არის სწორი და მსხვერპლის-  არასწორი. თუ მათ ვინმესთან სექსი უნდათ და მას ეს არ სურს, გაუპატიურება სწორია, იმიტომ რომ მათ ეს სურთ.

დაუოკებელი სურვილი მოტყუების. ფსიქოპათების გარეშე სამყარო გაცილებით წესიერი იქნებოდა. ადამიანი როცა იტყუება ოფლიანდება, ღელავს და ა.შ ფსიქოპათებისთვის კი ეს ბუნებრივი მდგომარეობაა, მათთვის ტყუილი არის როგორც სუნთქვა. ატყუებენ სიცრუის დეტექტორსაც, რადგან არ აღენიშნებათ სიცრუისთვის დამახასიათებელი რეაქციები. სიცრუის ოსტატობით გააოცებენ გამოცდილ ფსიქიატრებს და სხვა ფსიქოპათებს.

მანიპულირება. ისინი იტყუებიან სწორედ იმიტომ, რომ მართონ, მანიპულირებენ ემოციებით და მსხვერპლის განცდებს მათსავე საწინააღმდეგოდ იყენებენ. თამაშობენ მსხვერპლის ემოციებს და მას მიაჩნია ის მსგავსად ან ემპათიურად, ამიტომ იზიდავს მას და სიახლოვის განცდას უჩენს. ცდილობენ წონასწორობიდან გამოიყვანონ, რომ ნათლად აზროვნება აღარ შეეძლოს და აირიოს. არაადამიანურად ზემოქმედებენ მტკივნეულ მხარეზე და ტრავმას ამძიმებენ ფსიქიკური შოკით.

ასოციალური ქცევა. სოციუმისთვის მიუღებელი ქცევები მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, როგორიცაა დაბინძურება, ვანდალიზმი, დაუნდობლობა, ცხოველების წამება, სამყაროსთვის მავნებლობა.

ნარცისიზმი. არის ნარცისების ორი ტიპი: სხეულებრივი და სულიერი. სხეულებრივი – შეყვარებული არიან სხეულზე, ახდენენ კუნთების დემონსტრირებას, ეამაყებათ თავიანთი სექსუალურობა და ხშირად არიან ნარკოტიკებსა და სექსზე დამოკიდებულები. სულიერი ნარცისები – ამპარტავნები, ყველაზე ჭკვიანები. მათ სჭირდებათ სტატუსი, რომ სხვები მის სახელს აღიარებდნენ. მათთვის ნორმალურია ურთიერთობიდან ცალმხრივი სიამოვნების მიღება და თუ ეს აღარ არის მიმზიდველი, მაშინვე ტოვებენ პარტნიორს.

ახასიათებთ პოპვარსკვლავებს, ასევე მრავლად ვლინდება ანტიკურ მხატვრობაში. ფსიქოპათია ან მისი მახასიათებელი ნიშნები აქვს ბევრ მნიშვნელოვან პიროვნებას წამყვან პოზიციებზე.

მსხვერპლი. პროფესიონალი ქალი ფსიქოპათები კარგად თამაშობენ მსხვერპლის როლს, თუმცა ამ ნიღბის მიღმა გამანადგურებელი მხეცი იმალება. ისინი ერთდროულად თამაშობენ სხვადასხვა სასიყვარულო თამაშს ემოციებით, ფულის ან სხვა გამორჩენის მიზნით.

თაღლითი. ყველა თაღლითი არაა ფსიქოპათი, მაგრამ ფსიქოპათი თაღლითი ძალიან დამაჯერებელია. ისინი განსხვავდებიან ინტელექტის დონით და, შესაბამისად, მათი ინტერესის სფერო და მოქმედების არეალი სხვადასხვა დონისაა.  საშიშია მაღალი ინტელექტის მქონე ფსიქოპათი.

ფსიქოპათი თუ სოციოპათი. ხშირად აიგივებენ და ერევათ ერთმანეთში ეს ორი ცნება, თუმცა სოციოპათი ფსიქოპათისგან განსხვავდება. სოციოპათი მკვეთრად გამოხატული ანტისოციალური ქცევით გამოირჩევა. მას უწოდებენ ანტისოციალურ მონსტრს. ეს შესაძლოა იყოს სერიული მკვლელი, პედოფილი, სადისტი, ტერორისტი. ისინი ხშირად პროფესიონალი კრიმინალები არიან. მათ ახასიათებთ ზიზღის გამომხატველი მანერა და დაბინდული მზერა. ისინი გამანადგურებლად საშიშები არიან. ფსიქოპათიც ასევე სოციუმის მონსტრია ლამაზი ნიღბით. ის მოქმედებს ფარულად და სოციოპათივით არ ავლენს საჯაროდ აგრესიას.

პროფესიონალი ფსიქოპათი. ისინი არიან გაცილებით ინტელექტუალურები და მცირე მსხვერპლი მათ არ აკმაყოფილებთ, არიან მასობრივი გამანადგურებლები, აწყობენ გენოციდს. თავიანთ ცოდნას შესანიშნავად იყენებენ კარიერისთვის და ყოველთვის აღწევენ მიზანს, რადგან ამისთვის ყველაფერზე მიდიან. როცა სათავეში მოდიან, აჩვენებენ ნამდვილ სახეს და იწყებენ ტირანიას. ერთ-ერთი ძლიერი გავლენის სფერო არის რელიგია – რელიგიური მიმდინარეობის წამყვანი ფსიქოპათი ფიგურები.

როგორ მოქმედებენ ფსიქოპათები?

 მათი სისუსტეა თუ ვინმე მათ წინასწარგანზრახვას მიხვდება. გამოკითხვა– ისინი ატარებენ გამოკითხვას პოტენციური მსხვერპლის საპოვნელად. ცდუნება – ცდილობენ, პოტენციური მსხვერპლი აცდუნონ -კომპლიმენტებით, კარგი განწყობით, მომხიბვლელი შეთავაზებით და ა.შ.

მბრძანებელი და დანარჩენები. ფსიქოპათის მიზანია პოტენციური მსხვერპლი გამოაცალკეოს საზოგადოებისგან – ისინი მოქმედებენ როგორც ველურ ბუნებაში მტაცებლები, რადგან გაუადვილდეთ მონადირება, სხვების დახმარების გარეშე და შემდეგ ესხმიან თავს. ისინი ხშირად აპირისპირებენ ერთმანეთს ჯგუფებს ან ინდივიდებს და ამით სარგებლობენ, რაც მეტი – მით უკეთესი, ქაოსში თავს გრძნობენ, როგორც თევზი – წყალში. ცდილობენ, თავისკენ გადმოიბირონ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მათ შორის, ლოიალური და სოციუმისთვის მისაღები პიროვნებები. ისინი წამლავენ გარემოს ნევროტულობით.

შიში და ტირანია. მსხვერპლის აბსოლუტური კონტროლი. შიშის სირცხვილის და ემოციური ზეწოლის საშუალებით. ახასიათებთ ასევე პარანოია და ნევროტულობა. შიზოფრენია. ხშირად ფსიქოპათიას ახლავს შიზოფრენიაც. აკვიატებული ჰალუცინაციები ისწრაფიან რეალობაში განხორციელებისკენ.

თავდაცვა ფსიქოპათებისგან. ჩვეულებრივი ადამიანს ხშირად ვერ წარმოუდგენია, რომ ასეთი მონსტრები შეიძლება არსებობდნენ. ერთადერთი გზაა მათი ამოცნობა და მათგან წასვლა. ყველანაირი კონტაქტის გაწყვეტა. თუმცა, ამოცნობა არც ისე მარტივია, ეს შესაძლოა გამოცდილ პროფესიონალსაც  გაუჭირდეს.  წინასწარ გამოიცნო მისი მიზნები ან აცადო, ვიდრე მის ნამდვილ სახეს გამოაჩენს. ნამდვილ სახეს აჩენს მაშინ, როცა მსხვერპლი უკვე მის ხელშია და შეუძლია მისი გეგმის სისრულეში მოყვანა.

გაშორება. თავდაცვის გაძლიერება, თავდაცვითი კურსის გავლა, პაროლების შეცვლა, გასაღების და ტელეფონის ნომრის გამოცვლა, ახლობლების ინფორმირება.

როგორ არ უნდა მოვიქცეთ ფსიქოპათთან?

 არავითარ შემთხვევაში ემპათიურად. ასე  შეუძლებელია ასწავლო რაა სიყვარული. რაც უფრო ემოციურად და ემპათიით მოვექცევით, ის ამით უფრო ძლიერდება. ფსიქოპათის ერთადერთი შემაკავებელი არის კიდევ უფრო დიდი ფსიქოპათი. დაანახო მისი სახე – ვინაა ის სინამდვილეში.

არსებობენ პირველადი ფსიქოპათები (ანუ თანდყოლილი ფსიქოპათია) და მეორადი ფსიქოპათები (რომლებიც შემდეგ ჩამოყალიბდნენ ფსიქოპათად), გამოვლინებებში მათ შორის განსხვავება არ არსებობს.

ფსიქოპათად ჩამოყალიბება. შესაძლოა იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი ძლიერი ტრავმის შედეგად ან ჯგუფის გავლენით. ძალადობამ შესაძლოა დააზიანოს კორტექსის ის ნაწილი რომელიც გრძნობებზე და ემოციებზეა პასუხისმგებელი და ადამიანი ფსიქოპათად იქცეს ან მოხვდეს ჯგუფში რომელიც პირდება ძალაუფლებას ემოციების ხარჯზე და იწყებს არაჰუმანირი ბრძანებების შესრულებას. მიზანმიმართულად ფსიქოპათად ჩამოყალიბების მაგალითია ,,ბავშვი მებრძოლები”-  სამ-განზომილებიანი ძალადობრივი კომპიუტერული თამაშები. არსებობს არჩევანი – გახდე ან მსხვერპლი ან იმ ჯგუფის წევრი, რომელიც მოითხოვს ფსიქოპათად გახდომას. ტიპური მეორუელი ფსიქოპათები არიან ტრეიდერები, მათთვის ადამიანების მოტყუება და დამცირება ფულის მისაღებად არაფერია. უფრო ხშირად ფსიქოპათები არიან კაცები. ფსიქოპათების ინტერესის სფერო კაცებთან ფული და სექსია, ქალებთან  – ფული. ფსიქოპათად ჩამოყალიბებას 1/3 გენეტიკა, ხოლო 2/3 სოციუმი განაპირობებს.

ერთადერთი ჭეშმარიტება დედამიწაზე არის ჩვენი განცდები. /გუსტავ მალერი/

ზოგჯერ არაჩვეულებრივია, არაფერს გრძნობდე, არაფერი იცოდე იმის შესახებ, რას გრძნობ.

ადამიანს, რომელსაც ძლიერი ტრავმა აქვს გადატანილი, უნდა დაივიწყოს ყველა განცდ,ა რომ აღარ ახსოვდეს ის, რაც გადაიტანა. რაც უფრო ღრმა ბავშვობაშია ტრავმა გადატანილი, უფრო ძლიერია მისი ფსიქიკაზე ზემოქმედება.

კრიმინალი ფსიქოპათების უმრავლესობას აქვთ როგორც ბიოლოგიური დარღვევა, ასევე სოციალური ასპექტიც, მაგალითად, აღმზრდელი მარტოხელა დედა, სოციალური გაჭირვება და ა.შ.

კრიმინალი ფსიქოპათები ვერ აცნობიერებენ საშიშ სიტუაციას, მათ შეიძლება ინსტინქტურად უკან დაიხიონ საფრთხის წინ, მაგრამ რეალურად ვერ აღიქვამენ,  რა ხდება. (მაგ: ფილმი ,,ამერიკელი ფსიქოპათი”). ბავშვობიდან სჭირდებათ მათ დახმარება და მუდმივი ტრენინგი, რომ ტვინის ის უბნები გააქტიურდეს, რომელიც ატროფირებული აქვთ. ბავშვებთან ეს მიღწევადია, ზრდასრულებთან – რთულია თქმა, თუმცა მათთანაც ხდება ინტენსიური მუშაობა, ნებისმიერ ფსიქოპათს სჭირდება დახმარება და შიშის დასწავლა. სჭირდება დიდი ძალისხმევა და დიდი დრო. ესაა ისეთივე ტრენინგი როგორც ქცევის დასწავლა, როგორც სპორტი.

გენეტიკური ფსიქოპათების და სოციუმიდან ჩამოყალიბებული ფსიქოპათის ქცევა არაფრით არ განსხვავდება. დაუნდობლობა მომდინარეობს ფსიქო- ემოციური დეფექტისგან. ემპათია სოციალიზაციის შედეგია, სოციუმიდან დასწავლილია და ეს ხდება 4-5 წლის ასაკში.

ფსიქიკური დარღვევებისას ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მუცლადყოფნის პერიოდში დედის მდგომარეობა. თუ მას ტრავმა ან სტრესი ქონდა ამ პერიოდში, ბავშვის სტრესის მიმართ მდგრადობა მცირდება, ვერ ყალიბდება მისი ნერვული სისტემა ნორმალურად. დაბადების შემდეგ დედის ახლო კონტაქტი, ღიმილი, ემპათია, ზრუნვა ქმნის მეორე ადამიანთან დაკავშირების გამოცდილებას. მოგვიანებით ასევე რეაგირებს პიროვნება სხვა ადამიანის პოზიტიურ მზერაზე, ასევე აქტიურდება მისი ტვინის შესაბამისი არეალი – ცნობიერების არეალში ოქსიტოცინი (Oxytocin Ausschüttung) და ენდოგენ ოპიუდი ( Endogener Opioide). თუ ტირის, აქტიურდება დინზოლერ კორტექსი. ოქსიტოცინის გააქტიურებისას იმატებს სეროტონინი და ბავშვი მშვიდდება. ლიმბურ სისტემაში ახალი ნერვული უჯრედების წარმოქმნის სტიმულირება არის ადრეული ფსიქიკური დეფიციტის კომპენსირების შესაძლებლობა. ასე მოქმედებს პლაცებო ეფექტიც, შთაგონებისას იმატებს ოქსიტოცინი და სეროტონინი.

იმისთვის, რომ მიაღწიო, უნდა გადადო გვერდზე შენი განცდები და ემოციები და აკეთო მხოლოდ ის, რაც მიზნამდე მიგიყვანს. ეს არ ხდება ერთჯერადად, არასოდეს არ ვჩერდებით მიღწეულზე და თუ ვისწავლით, როგორ გადავდოთ გვერდზე განცდები და უარვყოთ ისინი, ეს გადადის ჩვევაში და გვიყალიბდება ეს თვისება. ადვილი არაა სინდისის ხმის ჩახშობა, თავიდან ძალიან მტკივნეულია, მით უმეტეს თუ მორალურადაა აღზრდილი ადამიანი და მაინც გადაწყვიტა ეს გზა აერჩია, უჭირს ძალიან. დიდი ბრძოლა უწევს საკუთარ თავთან, აწუხებს სინდისი, მაგრამ უარყოფს და მიზნის პოზიტიურ მხარეზე ფიქრობს, რომ ეს ამად უღირს.. მაგრამ თანდათან სხვა განცდები მოდის და სინდისის ხმა უფრო და უფრო შორიდან მოისმის და ნაკლებად გამაღიზიანებელია.  არა მარტო ახლა, ეს პრობლემა ახასიათებდა ყველა ეპოქას, თუმცა რაც დრო გადის, მით უფრო უხეშდება და მნიშვნელობას კარგავს განცდები. ხშირად ვიცით, რომ უნდა განვიცდიდეთ, გვინდა კიდეც განვიცდიდეთ, თუმცა ამის ძალა აღარ შეგვწევს. ფსიქოპათიის მზარდი ტენდენციის ერთ-ერთ  ფაქტორად მიჩნეულია არაჯანსაღი საკვები. საკვებიდან დაგროვილი ტოქსინები და შხამები აწვება ნერვულ უჯრედებს და ხელს უშლის მათ ჯანსაღ ფუნქციონირებას.

ყველაზე საშიში შესაძლოა იყვნენ ჩვენთან ახლოს მყოფი ადამიანები, მაგალითად, მეზობლები, ვისაც თითქოს ვიცნობთ, მაგრამ არ ვიცით, რეალურად ვინ არიან.

 

მასალა მოამზადა: გულისა ჯალალმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid