close
იზნესი

როდის არის სარისკო კლიენტების ჩამოშორება?

რიგი

 

კლიენტის დათხოვნა ზოგ ვითარებაში გონივრული გამოსავალია, მაგრამ ხშირად ამგვარი სტრატეგია უფრო მეტ საფრთხეს ქმნის, ვიდრე – სარგებელს.

როცა კომპანია კლიენტურის ჩამოშორებას იწყებს, მოგების გარდა, ბიზნესის კიდევ მრავალი სხვა კომპონენტი ექცევა რისკის ქვეშ, მაგალითად, მაღალი ფიქსირებული ხარჯების მქონე კომპანიები რისკავენ, რომ შენარჩუნებულ კლიენტებზე მეტი ხარჯების დაკისრება მოუწევთ. ერთმა ექიმმა გვითხრა, რომ მას შემდეგ, რაც პაციენტთა ორი არამომგებიანი სეგმენტი ჩამოიშორა, გრაფიკში თავისუფალი ინტერვალის შევსება გაუჭირდა. მისი თანამშრომლები უსაქმოდ ისხდნენ. ის კი სამსახურიდან ვერ ითხოვდა მათ, რადგან მრავალ მათგანს მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება ჰქონდა. საბოლოო ჯამში, ექიმს სხვა პრაქტიკის ყიდვა მოუწია, რომ თავისი ბიზნესი თავდაპირველ არაწამგებიან სტადიაში დაებრუნებინა. კლიენტთა ჩამოშორებით კომპანიებმა შეიძლება ფასეული საინფორმაციო, ექსპერიმენტული და საინოვაციო წყაროებიც დაკარგონ, რადგან ხშირად, ახალი პროდუქტისა თუ სერვისის სწრაფად გამოვლენა და პრაქტიკის გაუმჯობესება სწორედ საბოლოო მომხმარებლის იდეებისა და რჩევების საფუძველზე ხერხდება.

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : sld