close
ფიზიკა

რით ჩაანაცვლებენ ,,ცერნის” მეცნიერები დიდ ადრონულ კოლაიდერს?

მეცნიერებმა დიდი ადრონული კოლაიდერის (LHC) ჩანაცვლებაზსე დაიწყეს მუშაობა. მათი მიზანია ორიგინალზე (რომელიც ისედაც უზარმაზარია) სამჯერ დიდი მექანიზმის შექმნა.

LHC-ის ჩანაცვლებას სავარაუდოდ ათწლეულები დასჭირდება, ამიტომაც ექსპერტები თადარიგს ახლავე იჭერენ.

მთელი მსოფლიოს 500-ზე მეტი მეცნიერი გასულ კვირას ბერლინში,  გერმანიაში შეიკრიბა, რათა ემსჯელათ, თუ როგორი იქნება LHC 2.0, ანუ მომავლის ცირკულარული კოლაიდერი (FCC).

მეცნიერთა განმარტებით, თუკი LHC-ის გვირაბის სიგრძე 27 კილომეტრია, FCC-ის წრებრუნვა – 80-100 კმ იქნება.

ორმაგი სიმძლავრის მაგნიტების ჩამონტაჟებით მეცნიერები შეეცდებიან, ახალმა მექანიზმმა ნაწილაკების აჩქარება 100 ტერა ელექტროვოლტამდე შეძლოს.

ეს დამატებითი ენერგია პოტენციურად საშუალებას მისცემს მკვლევარებს, დაინახონ დამალული ნაწილაკები, რომლებიც ჰიქსის ბოზონზე მძიმე არიან. ჰიგსის ბოზონი გახლავთ ელემენტარული ნაწილაკი, რომელიც შემოტანილია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში სტანდარტული მოდელის თანახმად. ჰიგსის ბოზონის არსებობის საკითხს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, რადგანაც მას შეუძლია დაამტკიცოს ჰიპოთეზური ჰიგსის ველის არსებობა. ჰიგსის ველი წარმოადგენს სიმეტრიის დარღვევის მექანიზმის ასახსნელად შემოტანილ უმარტივეს[6] და ყველაზე ხელსაყრელ წყაროს. სიმეტრიის დარღვევის ასეთი გზით ზოგიერთი ნაწილაკი იძენს მასას. ჰიგსის ველის არსებობის დადასტურება ან უარყოფა, სავარუდოდ უდიდეს მნიშვნელობას იქონიებს ადამიანის მიერ სამყაროს შემეცნების საკითხზე, მიუთითებს რა არსებული თეორიებიდან თუ ნაწილაკების ფიზიკის რომელი თეორიაა უფრო კორექტული

2012 წლის 4 ივლისს CMS-ისა და ATLAS-ის ექსპერიმენტულმა ჯგუფებმა (LHC)-ზე დამოუკიდებლად განაცხადეს, რომ თითეულმა დაადასტურა აღმოჩენა მანამდე უცნობი ბოზონის მასით 125 გევ/c2 და 127 გევ/c2-ს შორის, რომელთა ყოფაქცევა ჯერჯერობით „თავსებადია“ ჰიგსის ბოზონთან, ამავდროულად აღნიშნავენ, რომ საჭიროა მონაცემების შემდგომი ანალიზი, ვიდრე საბოლოოდ ამოიცნობენ ჰიგსის ნაწილაკს ახლად აღმოჩენილ ნაწილაკში.

,,ცერნის” მეცნიერთა გუნდის ვარაუდით, FCC-ის გეგმა მომავალის წლისთვის მზად იქნება, თუმცა შესაძლოა ამას 20 წელიც კი დასჭირდეს. საბოლოო ჯამში, მეცნიერთა მიზანი სამყაროს კანონების უფრო ღრმად შესწავლაა.

FCC-ის შექმნამდე კი, 2020-იანი წლების შუა პერიოდში LHC-ის განახლება იგეგმება, რაც მსოფლიოს უდიდეს ამაჩქარებელს საშუალებას მისცემს ნაწილაკების შეჯახების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზარდოს და ამ გზით, კიდევ უფრო ზუსტი გახდეს.

 

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld