close
ასტრონომია - კოსმოსი

რატომ შეუცვალეს სახელი მარსზე გასაგზავნ როვერს

კოსმოსურ ხომალდს, რომლის მარსზე გაგზავნა 2020 წელს იგეგმება და რომელიც დღემდე ExoMars-ი ერქვა, როზალინ ფრანკლინის სახელი ეწოდა, – ამის შესახებ ასტრონომმა ტიმ პიკმა Airbus-ის ქარხანაში განაცხადა.
ექვს-საბურავიანი მანქანა სპეციალური ინსტრუმენტებითა და ბურღითაა აღჭურვილი, რითაც მან წითელ პლანეტაზე წარსული ან ახლანდელი სიცოცხლის ნიშანი აღმოაჩინოს.
როზალინ ფრანკლინმა დიდი როლი ითამაშა დეოქსირიბონუკლეინის მჟავის (DNM-ის) სტრუქტურის აღმოჩენაში.
მისი რენტგენის გამოსახულებებმა ჯეიმს უასტონსა და ფრანცის კრიკს დნმ-ის მოლეკულის სტრუქტურის „ორმაგი სპირალის“ ფორმის გაშიფვრის საშუალება მისცა.
ფრანკლინი საკვერცხის კიბოსგან 1958 წელს, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა და თავისი აღმოჩენის გამო აღიარება სიცოცხლეში არ მიუღია, განსხვავებით მისი მამაკაცი კოლეგებისგან.
რაც შეეხება გადაწყვეტილებას მარს როვერისთვის როზალინ ფრანკლინის სახელის მინიჭების თაობაზე, ამ მიზნით გამოკითხვა ჩატარდა, 35,844 ხმიდან კი უმრავლესობამ არჩევანი ფრანკლინზე გააკეთა.
წყარო :BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0