close
ატეგორიის გარეშე

ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ადამიანის ცხოვრებაში

20160226192037-succeed-adventure-sunrise-successful-man-top-mountain

„თვითაღქმის თეორია“ დერილ ბემს ეკუთვნის. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანები საკუთარ თავს აკვირდებიან, რათა გამოყონ და გამოკვეთონ თავიანთი ქცევის მიზეზები ანუ საკუთარ შინაგან მდგომარეობაში გასარკვევად ადამიანები მოცემულ მომენტსა და სიტუაციაში აკვირდებიან საკუთარ ქცევებს და, აქედან გამომდინარე, გამოაქვთ დასკვნები.

თვითაღქმის თეორიის შექმნის მიზანი, პირველ რიგში, იყო ის, რომ ემპირიულ დონეზე გარკვეულიყო, რა აძლევს ადამიანს საშუალებას, ამოიცნოს და სახელდება გაუკეთოს მის მიერ განცდილ გარკვეულ მდგომარეობებს. მაგალითად, როდესაც ადამიანი ამბობს: „მე მწყურია“ – არის ეს თვითდაკვირვების შედეგი? დასკვნა? პირდაპირი ცოდნა? შესაძლოა თუ არა, რომ ინდივიდი შეცდეს საკუთარი მდგომარეობის შეფასებაში? თუ ეს გამორიცხულია თვითაღქმის განსაზღვრების მიხედვით? რა განსხვავებაა პირველ პირში ნათქვამ მტკიცებით ფორმას „ მე მშია“ და მესამე პირის მიერ  ნათქვამ „მას შიას“ შორის?

იქიდან გამომდინარე, რომ ინდივიდუალური შინაგანი მდგომარეობები შესაძლოა სუსტი, ორაზროვანი, განუსაზღვრელი ან გაუგებარი იყოს, საკუთარი თავის შეფასებისას ინდივიდი ფუნქციონალურად დაახლოებით იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორშიც გარე დამკვირვებელი, რომელსაც მხოლოდ თვალსაჩინო, გარეგან  დეტალებზე დაკვირვებით შეუძლია ინდივიდის შინაგან მდგომარეობებზე მსჯელობა და დასკვნის გამოტანა.

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2