close
ეკონომიკასაქართველო

ყვავილების განბაჟება საქართველოში

 

საბაჟო დოკუმენტაციის გაფორმება და დეკლარირება თვითმფრინავშივე ხორციელდება. დანიშნულების ადგილზე ჩატანის შემდეგ კი პროდუქცია ადგილობრივ საბაჟოზე ფიტოსანიტარულ კონტროლს გადის, რაც მის ვარგისიანობასა და ეკოლოგიურ მდგომარეობას ადასტურებს.

საქართველოში ყვავილების შემოტანაზე აუცილებელია ნებართვა, რომელსაც სოფლის მეურნეობის დაქვემდებარებული სტრუქტურა – სურსათის უსაფრთხოების დეპარტამენტი გასცემს. იმპორტიორი შემოტანილ ყვავილებზე იხდის დამატებითი ღირებულებების გადასახადს – 18%–ს, საბაჟო გადასახადი კი საქართველოში უკვე 2007 წლიდან აღარ არის. მანამდე იმპორტიორი განბაჟებისას იხდიდა ღირებულების დაახლოებით 30%-ს , რასაც ემატებოდა 20%–იანი დამატებითი ღირებულების გადასახადი.

საბაჟოო ტარიფების ლიბერალიზაციამ შედეგი გამოიღო და რამდენიმე წლის წინ საქართველოში 139 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია იქნა იმპორტირებული. მომდევნო წლებში კი ეს რიცხვი 629,6 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა. ბუნებრივია, საბაჟო ტარიფების შემცირების გარდა, ეს ციფრები ყვავილების ბიზნესის გაფართოებასა და მის პერსპექტიულობაზე მიუთითებს.

 

წყარო: harward business review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid