close
საქართველო

ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი მრავალფუნქციური ბეჭედი – Amazon-ის რჩეული გახდა

ჭკვიანი და ჯადოსნური ბეჭდის ხსენებისას, ალბათ ყოველ ჩვენგანს  ფილმი „ბეჭდების მბრძანებელი“ გაახსენდება. უნიკალური ჯადოქრული სამყაროს შემქმნელ მწერლს, ჯონ რონალდ  ტოლკინს ალბთ ვერც კი წარმოედგინა მის ფანტაზიას განხორციელება თუ ეწერა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, „ჯადოსნური“ ბეჭდის ამბავი რეალობად იქცა და ეს ყველაფერი ქართველი ახალგაზრდების დამსახურებაა. შესაძლოა გარკვეულ წილად მათი შთაგონების წყარო ტოლკინიც იყო, თუმცა მწერლისგან განსხვავებით მათ მართლაც შეძლეს „მაგიური“ ბეჭდის შექმნა, თანაც -არა ერთის.

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა ყოველდღიური დამქანცველი და რთული პროცედურებისგან თავის დასაღწევად შექმნეს ბეჭედი-რომელიც საშვთან ერთად მრავალი ფუნქიის მატარებელია. „CNICK“ ის ბეჭედია, რომლის საშუელებით ერთი ხელის მოსმით შეგიძლიათ უამრავი დრო დაზოგოთ. “cniki”  “Amazon”-ის რჩეული გახდა და  დაახლოებით ერთი წელია რაც ბეჭდებს  Amazon -ის საშუალებით ყიდის და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჩვენ  „კნიკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით კვიციანი ვესაუბრეთ მიღწეული წარმატებების შესახებ.

მკითხველს რომ მოუყვეთ,  როგორ  გახდა „კნიკი“ ამაზონის რჩეული?

– „ჩვენმა პროდუქტმა კონკრეტულ კატეგორიებში: NFC Ring, Smart Ring, RFID Ring ​​აჩვენავიზიტორების მაღალი აქტიურობა და​,​ კონურენტებთან შედარებით​,​ მაღალი რეიტინგი, რამაც განაპირობა შესაბამის კატეგორიებში კნიკის ბეჭდებზე Amazon’s Choice-ის სტატუსის მ​ი​ნიჭება.

როგორ ახერხებთ პროდუქციის ამერიკაში გაყიდვას და რა მთავარი სირთეები გხვდებათ ამ კუთხით ბაზარზე?

– საზღვარგარეთ გაყიდვების ძირითად არხს ჩვენთვის, ამ ეტაპზე, წარმოადგენს Amazon.com​, ​სადა​ც​​​ FBA(fulfilled by amazon) სერვისით ვსარგებლობ​თ და შესაძლებლობა გვაქვს რომ დიდი რაოდენობით მარაგები ერთიანად გავაგზავნოთ ამაზონის საწყობშიაშშში და შემდეგამაზონი იღებს სათითაოდმომხმარებლისთვის პროდუქტის მიწოდების ვალდებულებასმიწოდების პერიოდი კი საშუალოდ 2-3 დღე გახლავთ.​

რა სიახლეებს სთავაზობს „კნიკი“ მომხმარებლებს?

– სიახლეებს ახლო მომავალში დავაანონსებთ, ეს იქნება როგორც ახალი სეგმენტების ათვისებისა და ახალი გაყიდვის არხების დამატების მიმართულებით, ასევერაც მომხმარებლისთვის ყველაზე საინტერესოშეიძლება იყოსპროდუქტის ფუნქციურად განვითარების მიმართულებითაც.

სად არის კნიკის შეძენა შესაძლებელი და ხომ არ აპირებთ პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას?

– კნიკის ჭკვიანი ბეჭდების შეძენა, ამ ეტაპზე, მხოლოდ Amazon.com-ზე არის შესაძლებელი თუმცა მალე დაემატება სხვა საერთაშორისო ელ.კომერციებიც. ევროპის ბაზრისთვის კი amazon.co.uk​-ის მეშვეობით გახდება შეძენა შესაძლებელი.​

გაზიარება:
fb-share-icon0