close
საქართველო

ქართული ჭაჭა ზამთრიში ყველაზე მეტად გაგათბობთ – The Guardiani

ბრიტანული გამოცემა Guardian-ის ზამთრის პოპულარული სასმელების ათეულის სათავეში ქართული ჭაჭაა. გამოცემა მკითხველს ჭაჭის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის და ქართულ საშობაო სუფრაზე მისი დალევის წესსაც აცნობს.

სტატიაში ახსნილია ჭაჭის მომზადების წესი და ინგრედიენტები. ასევე, “Shobas Gilotsavt” და “Gaumarjos! ” წერია სტატიაში ქართულ ენაზე, ლათინური შრიფტით.

სტატიის ავტორი წერს, რომ ჭაჭას სოფლებში ყველა ოჯახში ხდიან.

„ეწვიეთ ნებისმიერ სოფელს საქართველოში. აქ ჭაჭას ყველა ოჯახში ხდიან. თქვენ აუცილებლად გაიძულებენ, დალიოთ ორი-სამი ჭიქა. ასეთები არიან ქართველები“, – ნათქვამია სტატიაში.

Guardian-ის ცნობით, ახლა თბილისში, თითქმის ყველა რესტორნის მენიუში შეხვდებით სახლის პირობებში გამოხდილ ჭაჭას.

“თუ ჭაჭას გასინჯავთ, თქვენ აუცილებლად  მიხვდებით, თუ რატომ უყვართ ჭაჭის დალევა ქართველებს ზამთრის ცივ საღამოებში”- წერს Guardian-ი.

ჭაჭასთან ერთად, ზამთრის საუკეთესო სასმელებს შორის ბრიტანულ გამოცემაში დასახლებულია პოლონური ცხელი ლუდი, რომელსაც კრაკოვში დააგემოვნებთ. ასევე, ცნობილი დანიური გლინტვეინი იგივე გლოგი, რომელსაც შობის სურნელი აქვს. ნუსხაში შედის  ზამთრის სასმელები შვედეთიდან, ჩილედან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან

გაზიარება:
fb-share-icon0