close
საქართველო

ქართული ღვინო ცხრა საუკეთესო ევროპული ღვინის ჩამონათვალში მოხვდა

ბრიტანული გამოცემა The Independenet-ი ცხრა საუკეთესო ევროპული ღვინის სიას აქვეყნებს, რომელიც სტატიის ავტორის აზრით, დიდ ბრიტანეთს ხისტ ბრექსიტს „გადაატანინებს“.

ევროპული ღვინოები ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის შეირჩა. ჩამონათვალში, ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორებიცაა: თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, შვეიცარია და მაკედონია, ორი ქართული ღვინო მოხვდა – „ოროველას“ საფერავი 2008 და „იბერიულის“ ქისი 2017. 

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია აღმოსავლეთ ევროპის ღვინოებზე, სადაც  ღვინის დაყენების უძველესი კულტურა არსებობს. ავტორის თქმით, ისინი ღვინის დასამზადებლად ადგილობრივ ყურძნის ჯიშებს იყენებენ.

გაზიარება:
fb-share-icon0