close
საქართველო

ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა

ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის დადგენილებაში, რომელსაც ხელს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ქართული ხორბლის კულტურას (ენდემიური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები) განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია“, – ნათქვამია დადგენილებაში.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართული ხორბლის კულტურა [ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები]“, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის 7 სექტემბერს მიენიჭა.
https://matsne.gov.ge

გაზიარება:
fb-share-icon0